დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტელეკომპანია GDS-ის განცხადება
2014/07/15 19:09:32

ბერა ივანიშვილის ტელევიზია გადაცემა „ბინა 18“- ში ჯგუფ „ბანიის“ მიერ შესარულებულ „რაჭულის“ სკანდალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცედლებს რომლესაც უცვლელად გთავაზობთ.

 

 

„გვინდა გამოვეხმაუროთ 9 ივლისს ტელეკომპანია GDS-ის ეთერში გასულ გადაცემასთან, “ბინა 18”-თან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს და მოსახლეობას, რომლის რეაქციაც არაერთგვაროვანი იყო.

 

 

გვინდა შეგახსენოთ, რომ გადაცემა “ბინა 18” არის იუმორისტული თოქ-შოუ, სადაც მოწვეული სტუმრები, სცენარისტების მიერ, სპეციალურად მათთვის მოფიქრებულ სახალისო დავალებებს ასრულებენ. გამონაკლისი არც ფოლკლორული ანსამბლი “ბანი” გახლდათ.

 

 

ვწუხვართ, რომ საზოგადოების ერთმა ნაწილმა, ეს გადაცემა, ქართული ფოლკლორის შეურაცხყოფად, გენდერული თანასწორობის პრინციპების და ზოგადად ქალთა უფლებების დარღვევად ან დისკრიმინაციის წამახალისებლად აღიქვა. აქვე გვინდა განვმარტოთ, რომ ყველა მოწვეული მსახიობი ან/და სტუმარი, რომელიც ჩართულია იუმორისტულ დავალებებში (სტუმრის გარდა), წინასწარ არის ინფორმირებული დავალების შესახებ და გადაცემის ჩაწერა ხდება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

 

 

თუმცა, ჩვენ როგორც მაუწყებელი, ვაცნობიერებთ რა მედიის პასუხისმგებლობას, ვეხმიანებით საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებას და გამოვთქვამთ მზადყოფნას ყველა საჭირო პროცესში მონაწილეობის მისაღებად.“ - ნათქვამია განცხადებაში

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2701
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია