საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ეროსი კიწმარიშვილი ყიფშიძის ქუჩაზე გარდაცვლილი იპოვეს
2014/07/15 18:39:41

რუსთავის მერობის ყოფილი კანდიდატი ეროსი კიწმარიშვილი ყიფშიძის ქუჩაზე, მისი საცხოვრებელი სახლის მიწისქვეშა ავტოსადგომზე, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მანქანაშივე ნაპოვნია იარაღი. შსს-ს წინასწარი ინფორმაციით, ადგილი აქვს თვითმკვლელობას. 

 

როგორც ტაბულას კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ეროსი კიწმარიშვილს თავში აქვს ერთი ტყვია მოხვედრილი.

 

საინფორმაციო პორტალი netgazeti,ge ავრცელებს კიწმარიშვილის პრესსამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ეროსი კიწმარიშვილი თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს მისმა პრესსამსახურის წარმომადგენელმა თიკო ბეჟაშვილმა დაუდასტურა.

 

ეროსი კიწმარიშვილი 1964 წელს დაიბადა. მან 20 წლის წინ რუსთავში დააფუძნა ტელეკომპანია რუსთავი 2. კიწმარიშვილი იყო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი და რუსეთში საქართველოს ელჩი.

 

2014 წლის 10 მაისს ეროსი კიწმარიშვილი რუსთავის მერობის კანდიდატად დარეგისტრირდა პარტია "ჩვენი საქართველოს" სახელით.

 

წყარო: სხვადასხვა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2059
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია