დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წყალტუბოში მუნიციპალური საკრებულოს პირველი სხდომა ჩატარდა
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/07/14 16:25:05

დღეს ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.


სხდომა, რომელსაც  საკრებულოს ოცდათორმეტივე დეპუტატი ესწრებოდა, საკრებულოს უხუცესმა წევრმა,  სოფელ წყალტუბოს მაჟორიტარმა ილია აფხაძემ გახსნა.


უპირველესად არჩეულ იქნა სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიები, რომლებმაც საკუთარ თავზე აიღეს  სხდომის  შემდგომი პროცედურული მსვლელობა. ფარული კენჭისყრით (28 – მომხრე, 2 – წინააღმდეგი, 2 – ბათილი ) საკრებულოს თავმჯდომარე ოფურჩხეთის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა ახალაძე გახდა.


„მე ყოველთვის ვიდექი და ახლაც ვდგავარ იქ, სადაც იყო და არის სიმართლე!“ – განაცხადა ახალაძემ.


 მოგვიანებით  კი  პრესასთან საუბრისას დააკონკრეტა: „დიახ, ჩემი მთავარი დევიზი არის სიმართლე. სიმართლეში ვგულისხმობ ადამიანების და მათი უფლებების პირველ ადგილზე დაყენებას. საქართველოში უნდა დადგეს დრო იმისათვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ საკუთარი ცხოვრება, აღუდგეთ ღირსება... პირადად მე თანამშრომლობას ვაპირებ ყველასთან, ვისაც უყვარს თავისი ქვეყანა, ვისაც პრეტეზია და სურვილი აქვს, მონაწილეობა მიიღოს საკუთარი ქვეყნის, კუთხის და ქალაქის შენებაში “.

 


საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა კოალიცია „ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი დოლიძე.

 



'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2614
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია