დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მსოფლიო ჩემპიონი გერმანიაა, საუკეთესო ფეხბურთელი – მესი
2014/07/14 16:03:27

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

 

"ისინი, ვინც მარკეტინგზე მუშაობს, მოუნდათ, რომ მესისთვის მიეცათ ის, რაც მას არ ეკუთვნის. ისეთი შთაბეჭდილება დარჩა თითქოს არც მესის უნდოდა ამ ჯილდოს აღება.

 

ხოლო მოსფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ჯეიმს როდრიგესს მივიჩნევ.

 

გერმანელებმა იმის გამო მოგვიგეს, რომ მოედანზე ჩვენს მცველებს შორის ურთიერთგაგება არ იყო. მეტოქე ვერ გვჯობნიდა", - განაცხადა მარადონამ.

 

შეგახსენებთ, გერმანიამ არგენტინას დამატებით დროში მინიმალური ანგარიშით 0:1 მოუგო. ერთადერთი გოლის ავტორი მარიო გიოტცე გახდა. მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება კი ლიონელ მესის მიენიჭა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2891
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია