დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტყიბულში, ხონსა და ბაღდათში ახალი ამბულატორიები გაიხსნა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/07/11 13:55:33

იმერეთის სამ რაიონში: ტყიბულში, ხონსა და ბაღდათში პირველადი სამედიცინო მომსახურების პუნქტები გაიხსნა. ახალი ამბულატორიები ჯანდაცვის პირველმა მოადგილემ დიმიტრი მახათაძემ და იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა, მოინახულეს.


 სოფელ ხრესილში განთავსებული ამბულატორია დაახლოებით 1200 ადამიანს გაუწევს პირველად სამედიცინო მოსახურებას. სოფელში ამ დრომდე არსებული ამბულატორიის შენობა მედპერსონალისთვის შეაბაბამის პროფესიული პირობებს ვერ აკმაყოფილებდა. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში გახსნილი ამბულატორია კი 6 სოფელს მოემსახურება.


სოფელში დღემდე სამედიცინო დაწესებულება კოოპერატივიმედი„- შენობაში ფუნქციონირებდა, რაც მედ პერსონალს სამედიცინო მომსახურების გაწევის დროს პრობლემებს უქმნიდა. ახალი ამბულატორიები შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმებითა და მედდებით და ასევე, ახალი ინვენტარით არის აღჭურვილი.


მთავრობის გადაწყვეტილებით მიმდინარე წელს საპილოტე პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 82 ამბულატორიის გახსნა იგეგმება, აქედან 13 მათგანი იმერეთის რეგიონში განთავსდება.


 

პროექტს რეგიონული განვითარებისა და ჯანდაცვის სამინისტროები ახორციელებენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2539
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია