დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თემურ შაშიაშვილი: უახლოეს მომავალში მოსახლეობა შოკში აღმოჩნდება, როცა გაირკვევა, რომ ერთ-ერთი ქალაქის მერი და რაიონის გამგებელი ოფიციალური ჰომოსექსუალები არიან!
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/07/11 03:54:30

 

 თემურ შაშიაშვილი საზოგადოებას დახურული და ტაბუდადებული თემების „გახსნას“ პირდება. რომელთა შესახებ საუბარს ყველა გაურბის.

 


 - ბატონო თემურ, თქვენი მხილების კამპანია არჩევნების თემით დავიწყოთქუთაისში არჩევნები რატომ წააგეთ?

- თუ ქუთაისმა თავის გამარჯვებად ის ჩათვა, რომ შოთა მურღულიაა ქალაქის მერი, მე ამას მივესალმები. მე კი გადავდგი ძალიან რისკიანი ნაბიჯი და არჩევნებში მონაწილეობა მივიღე ძალიან ბევრი ღირესული ადამიანის თხოვნის გამო, რომლებიც მეუბნებოდნენ. ნუ მიგვატოვებ, გაგვიძეხი, მდგომარეობა უმძიმესია! რისკიან ნაბიჯებს ჩვეული ვარ.  – ქუთაისშიმხედრიონიარ ვაპარპაშე, ქურდები არ ვაპარპაშე, იმ თვითმფრინავში ჩავჯექი, რამდენჯერმე, რომ უნდა ჩამოვარდნილიყო და ორჯერ დავხვდი და წინ გადავუდექი ტანკებს. ყველაფერი ეს გავაკეთე ჩემი სისცოცხლის რისკის ფასადდა თუ ქუთაისის მერი გავხდებოდი, ესეც სიცოცხლის რისკითრადგან მდგომარეობა მართლაც უმძიმესი და სავალალოა. 7 ათასმა კაცმა მომცა ხმა. … ვინც თავისი ნებით მივიდა არჩევნებზე. მე იქ გავიმარჯვე, ხოლო ვინც არჩევნებზე მიიყვანეს, იქ დავმარცხდი. მიყვანილ ადამიანებშიც აღმოჩნდნენ  ისინი, ვინ დამირეკა და მომიბოდიშეს, გვაპატიეთ, რა ვქნათო!

საერთოდ არჩევნების კატასტროფად მიმაჩნია კოორდინატები, რომლებსაც 15 ლარად მიჰყავდათ ხალხი არჩევნებზე.


 - თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლებამ არჩევნებზე ფული დაარიგა?

- ძალიან მარტივ ფაქტს მოვიტან, რომელიც ჯერ არსად გახმაურებულა და ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს და ან დაადასტუროს, ან უარყოს. მთელი წლის განმავლობაში ქუთაისის ბიუჯეტისთვის წამლების შესაძენად 250 ათასი ლარია გამოყოფილი. 2014 წლის პირველ ოთხ თვეში ფული არ დახარჯულა. მაგრამ მაისსა და ივნისში, 15 ივნისამდე, ანუ არჩევნების დღემდე, იმ 250 ათასი ლარიდან უცბად დაიხარჯა 150 ათასი ლარი. პრაქტიკულად, ბიუჯეტში თანხა აღარ დარჩა და როგორ ფიქრობთ, ეს შემთვევითია? ახლა ხალხმა განსაჯოს, მე თუ ტყუილს ვამბობ, პასუხი უნდა მომეთხოვოს, ხოლო თუ მართალს ვამბობ, მაშინ არის თუ არა ეს მოსყიდვა?


- თქვენ ფიქრობთ, რომ იმ 150 ათასი ლარით ხალხი მოისყიდეს?

- რა თქმა უნდა, როგორ გგონიათ, უშუალოდ არჩევნების წინ მაინცდამაინც მაისსა და ივნისში გახდა ხალხი ავად, ყველას მაშინ დასჭირდა წამალი და იანვარში, თებერვალში მარტსა და აპრილში მთელს ქუთაისში არავის არაფერი ტკენია? როდესაც საარჩევნო ყუთები გადმოაპირქვავეს,  რა თქმა უნდა, თავში მოექცა იმ ხალხის ხმები, რომლებიც არჩევნებზე ადრე მივიდნენ. ყველა საარჩევნო  უბნიდან დამირეკეს, რომ არნახული ტემპით მივდიოდი წინ, მაგრამ 5 საათის შემდეგ, ვინც არჩევნებზე მივიდა, უფრო სწორად, მიიყვანეს, არც ერთმა ხმა არ მომცა. მათ შორის ჩემი მხარდამჭერი არ იყო.


 - ქუთაისის მერი, შოთა მურღულია, ვისი კადრია?

- ქუთაისის მერი შოთა მურღულია და დავით ნარმანია ერთად მუშაობდნენ სოროსის მიერ დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციაშიკავკასიის ეკონომიკური და სოციალური ინსტიტუტიეს ორგანიზაციანაცმოძრაობამშექმნა 2009 წელს და, შეიძლება ითქვას, სოროსის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო, სადაც ნარმანია და მურღულია მუშაობდნენ, ქება-დიდებას ასხამდა სააკაშვილსა და ნაცმოძრაობას. მაკვირვებს, რაღა მაინცდამაინც 12 ივლისს დანიშნეს არჩევნების მეორე ტური?


 -  რა უჭირს მერედა, რა მოხდა.

- 12 ივლისი არის პეტრე-პავლობა და არ შეიძლება მართლმადიდებელ ქვეყანაში ამის გაკეთება. შევარდნაძეს ჩემი კონფლიქტი მოხდა იმის გამო, რომ 9 აპრილს დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები, ხოლო აღდგომის წინა დღეს იყო  ინაუგურაცია.


 - მახსოვს იმ დღეს საშინელმა ქარიშხალმა გადაუარა თბილისს.

- მე იმ ინაუგურაციას არ დავესწარი. პეტრე-პავლობა დღეს თუ ავირჩიეთ ნარმანია თუ მელია, მაპატიოს უფალმა და ნარმანია არის პეტრე თუ მელია გახლავთ პავლე? საქართველოში შექმნილი მდგომარეობა თუ გინდა ზუსტად შეაფასო, უნდა გამოხვიდე იქედან, რომ დღეს თბილისის მერობის კანდიდატები არიან ნარმანია და მელია! ამით ყველაფერია ნათქვამი, ეხლა ძალიან სკანდალურ რამეს ვიტყვი, მაგრამ ამას სიძულვილი არ მალაპარაკებს, უახლოეს მომავალში მოსახლეობა შოკში აღმოჩნდება, როცა გაირკვევარომ ერთ-ერთი ქალაქსი მერი და ერთ-ერთი რაიონის გამგებელი ოფიციალური ჰომოსექსუალები არიან!


 - ეს მართლაც სკანდალური განცხადებაა, ამაში დარწმუნებული ხართ?

- მე ჯერ ვფიქრობ და მერე ვლაპარაკობ, ერთ-ერთი რაიონის გამგებელი და მისი მოადგილე არიანცოლ-ქმარიდა ვაი ასეთ საქართველოს! ქუთაისის საკრებულოშიქართული ოცნებისსიით შესული დეპუტატების უმრავლესობა ან ყოფილი მხედრიონელია, ან ყოფილი ნაციონალი, ამ ხალხს სინდისიც დაკარგული აქვს, ნამუსიც და ღირსებაც! ბიძინა ივანიშვილი დღეს რომ არის შეშფოთებული გიორგი მარგველაშვილზე, არიქა, ეს რა პიროვნება აღმოჩნდაო, წინასწარ არ ვეუბნებოდით არ ვაფრთხილებდით მარგველაშვილის შესახებ ბიძინა ივანიშვილს?


 - ვადასტურებ, რომ ამის შესახებ საგაზეთო საუბრისას არაერთხელ გითქვამთ!

- დიახ, მითქვამს, მაგრამ ვიძინა ივანიშვილს მართლის მთქმელი კაცი არ უყვარს! მეფეები ეძებდნენ მართლის მთქმელ კაცს, ბატონ ბიძინას კი ასეთი კაცი სძულს. მიხეილ სააკაშვილსაც სძულდა მართლის მთქმელი კაცი, მას ისეთი კაცი უყვარდა, ვინც სიმართლეს ჩუმად ეტყოდა, ანუ ენის მიმტანებს აღმერთებდა.

ტყუის ბატონი ივანიშვილიგიორგი მარგველაშვილი ვინც იყო და როგორიც იყო,გაპრეზიდენტებამდე , ისეთივეა დღეს! არანაირი სახეცვლილება მარგველაშვილში არ მომხდარა და კაცმა გარკვევით უთხრა საქართველოსპლასტელინი ვარო! კაცი მთელი თავისი ცხოვრება იყო სოროსელი, იდგა საქართველოში ამერიკულიენდიაისსათავეებთან და რას ითხოვს მისგან ბიძინა ივანიშვილი?

ძველ რომში კონსულად არ ირჩევდნენ და ვერც კენჭს იყრიდა ისეთი კაცი, რომელიც წინა ხაზზე ორჯერ მაინც არ იყო დაჭრილი. ბიოგრაფია არის ადამიანიგაიგე, შეისწავლე მარგველაშვილის ბიოგრაფია  და  არაფერი გასაკვირი არ იქნება იმაში, რასაც ის დღეს სჩადის, ნაცმოძრაობა ვინც არის და რაც არის, ხალხმა კარგად იცის, და მათგან არავის არაფერი უკვირს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად მოეკითხება იმის გამო, რომქართულ ოცნებაშიამდენი ნაძირალა და ნამუსგარეცხილი აღმოჩნდა!


 - კონკრეტულად ილაპარაკეთ, ბატობო თემურ

- ქუთაისში კაცმა რესტორანი იყიდა 250 ათასი დოლარი გადაიხადა და მეორე თუ მესამე დღეს  „ქართული ოცნებისსიაში შეიყვანეს. ყველა ფულიანმა და მდიდარმაქართულ ოცნებაშიროგორ მოიყარა თავი?


 - ვინ არის ეს პიროვნება, დაგვისახელეთ!

- გვარს რა მნიშვნელობა აქვს, ფაქტია, რომ ასეთი რამ მოხდა! რისთვის ჰყავთ ადგილებზე პროკურატურა და პოლიცია, იმისათვისრომ არჩევნები გააყალბონ? მე რომ ირაკლი ღარიბაშვილის ადგილზე ვიყო, უმკაცრეს პასუხს ვაგებინებდი იმათ, რომელთა გამოისობითაცქართული ოცნებისსაარჩევნო სია შეადგინა უშიშროებამ! უშიშროებას ვინ აწყობს დეპუტატად? ცხადიამ კომპრომენტირებული ხალხი და არა სახელიანი, გაუსვრელი  ადამიანები! მე ვაპირებ სერიოზულ ანალიზის გაკეთებას და დავდებ დოკუმენტს იმის  შესახებ , თურამ დაანგრია ქვეყანა.ერთხელ მე შევარდნაძეს დიდ დარბაზში,სადაც 1000 კაცი მაინც იქნებოდა შეკრებილი, ვუთხარიბატონო ედუარდ, დასვით ამ დარბაზში  წესიერი ხალხი და თქვენ პრობლემა აღარ გექნებათმეთქი! მეორეგან სხვა დროს ასეთი რამ მაქვს მისთვის ნათქვამისისტემა გაქვთ კორუმპირებული და თქვენ ებრძვით პიროვნებებს-მეთქი! საქართველო არის ქვეყანა, სადაც გვყავს უმდიდრესი ბანკირები, სახეზეა დაქცეული ეკონომიკა და ბანკებისაგან გაკოტრებული ხალხი. ახლა მე ვმუშაობ შემდეგ თემებზეოფშორები, ბანკები, მევახშეები, ბანკებისაგან  დაქცეული ხალხი!


 - 11 ივლისს სწორედ თიბისი ბანკის მეპატრონესთან მამუკა ხაზარაძესთან გვაქვს სასამართლო პროცესი. ხაზარაძე გვემუქრებაცილისწამებისათვის 160 ათასი ლარი უნდა წაგართვათ და  „თავისუფალი ჟურნალისტიკაუნდა განვავითარო,რადგან არც ყაჩაღ-ბანკირი ვარ და არცსააკაშვილის ფინანსური ჟანდარმიო“…

- სამწუხაროდ საქართველოს დაჩოქება დაიწყეს სწორედ ბანკებმა. ეკონომიკურად ძირს დასცეს სწორედ ბანკებმა. ქუთაისში, რეზინის ნაკეთობათა ქარხანა, „აბრეშუმქარხანადა კიდევ უამრავი სხვასაწარმო დააქციეს  ბანკებმა  – აძლევდნენ სესხს, გარანტად ბანკში იდებოდა წარმოება და რასაც ეს წარმოება უშვებდა, ის პროდუქცია ვერ იყიდებოდა ამ ქვეყანაში, რადგან ბანკები აფინანსებდნენ თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან უხარისხო და უიაფესი პროდუქცისი შემოტანას. რომ გეთქვა უმაღლესი ხარისხის ქართული პომიდორი უნდა მოვიყვანოო, ბანკი ერთ თეთრსაც არ მოგცემდა, მაგრამ  ბანკი დაგაფინანსებდა და კრედიტს მოგცემდა, თუ თურქეთიდან შემოიტანდი პომიდორს. თუ საქართველოში მევახშეობაა აღზევებული, თუ სათამაშო ბიზნესი ყვავის, თუ ქართული წარმოება მკვდარია, ეს ყველაფერი ბანკების კისერზეა! საქართველოში უხარიათ, რომ ბანკი რაღაცას აფინანსებს. კი, ბატონო, მაგრამ ვისი და რისი ფულით აფინანსებენ? ქართული ცნობიერების წინააღმდეგ მიმართული გადაცემები, ბინძური წიგნები, რაზეც განგაში გაქვთ ატეხილი, ფინანსდებიან სწორედ ბანკების მიერ და არ გაინტერესებთ, რატომ? იმიტომ,რომ საქართველოში მოქმედი ბანკების უმეტესობა დაფუძნებულია სოროსის ფულზე. უფრო მეტიც, სოროსი ზოგიერთი ბანკის მეწილეა!


 - სოროსითიბისიბანკის მეწილე და დამფუძნებელიც არის?

- სოროსი, რომ თიბისი ბანკის მეწილე და დამფუძნებელია, ეს ბევრჯერ წამიკითავს! პენსიონერმა ერთი თვის პენსია წინასწარ რომ აიღოს, თავისი პენსიის 3% უნდა დაუტოვოს ბანკს, ხოლო თუ ერთი წლის პენსია გამოიტანა წინასწარ, მაშინ თითქმის ნახევარი ბანკს უნდა ჩაუთვალოს. გეკითხებით, სადაც ეს ხდება, იმ ქვეყანას ხელისუფლება ჰყავს? ბიძინა ივანიშვილთან ჩემი დაპირისპირების გამოწვევის მიზეზი იყო ინტერვიუ, სადაც ვთქვი რომ ფულის ასე დარიგება არ შეიძლება მეთქი! რაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს ფული აქვს დარიგებული, ეკონომიკაში რომ ჩაედო, საქართველო იქნებოდა აყვავებული , მაგრამ, როგორც ჩანს საშუალო ფენის არსებობა არავის სურს. ქუთაისში მეუბნებოდნენ, ნუ იტყვი, რომ მხარს უჭერთ ქუთაისიდან პარლამენტის გადატანას, დაკარგავ ხმების 10 პროცენტსო! ქალბატონი ნანა თვალაბეიშვილის პირდაპირ სატელევიზიო გადაცემაში, სადაც ჩემი ოპონენტები იყვნენნაცმოძრაობის“  დაქართული ოცნებიდანგიორგი თევდორაძე და შოთა მურღულია/ ერთიც და მეორეც ხალხს უმტკიცებდნენ ქუთაისიდან პარლამენტი არ უნდა გადავიდესო!


 - „ქართული ოცნებისკანდიდატი შოთა მურღულია ამბობდა ამას?

- დიახ, დიახ და კიდევ ერთხელ დიახ! შესვენებაზე თევდორაძეც და მურღულიაც მეუბნებოდნენ, ხელებაწეული გეთანხმებით, მაგრამ ამას ჩვენ ვერ ვიტყვითო. ხალხი ისე გაამათხოვრეს, რომ 600 ლარიან სამსახურს სთავაზობენ სოფელში და უარს ამბობენდახმარებას მომიხსნიანო! ეს არის ღირსებადაკარგული საზოგადოება. ჭყონდიდელმა გენიალური რამე უთხრა დავით აღმაშენებელსთუ გინდა ძლიერი საქართველოღირსება დაუბრუნე ხალხსო! ფულს რომ უხდი ხალხს, რომ ყიდულობ, ძლიერი კი არა გამათხოვრებული საქართველო გინდა!.. აი, რაზე უნდა დავიწყოთ ფიქრი 8 ივლისის შემდგომ 1 ოქტომბრამდე, როცა პასუხი უნდა მოვთხოვოთქართულ ოცნებას“.


ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

"ასავალ–დასავალი"

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 10947
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია