საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ცნობილი ქართველი მსახიობი გარდაიცვალა
2014/07/09 12:00:18
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მსახიობი ლიანა ასათიანი. 

მე-20 საუკუნის ულამაზესმა მსახიობმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ კინემატოგრაფიაში. 

 

ლიანა ასათიანს ნათამაშები აქვს ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორიცაა: “გიორგი სააკაძე“, "ჭრიჭინა", "ჭირვეული მეზობლები", "მაცი ხვიტია", "სინათლე ჩვენს ფანჯრებში", "დიდოსტატის მარჯვენა", "ერთი ცის ქვეშ" და სხვა. გარეგნობითა და სამსახიობო არტისტული შესრულებით ლიანა ასათიანი მსოფლიო ვარსკვლავი გახლდათ.

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია თანაგრძნობას უცხადებს ლიანა ასათიანის ოჯახსა და ახლობლებს.

 

წყარო: http://people.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2537
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია