დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბრაზილია:გერმანია - 1:7
2014/07/09 11:07:16

ბრაზილიის ქუჩები ცეცხლშია გახვეული, მოსახლეობა ბარიკადებს აგებს

 

 

ბრაზილიაში მასობრივი არეულობები ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩის მსვლელობის დროს დაიწყო. 

ტურნირის პირველ ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს ბრაზილიისა და გერმანიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ

 

მატჩი დრამატულად დაიწყო და პირველ ტაიმში გერმანელებმა მეტოქის კარში ხუთი უპასუხო გოლი გაიტანეს

 

საბოლოოდ, გერმანელებმა მატჩი აბგარიშით 7 : 1 მოიგეს

 

იმედგაცრუებული გულშემატკივრები სტადიონს ტოვებენ და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს უერთდებიან

 

საკუთარი ქვეყნის საფეხბურთო გუნდის თამაშით უკმაყოფილი ბრაზილიელები ქუჩებში ბრაზილიის ნაკრების მაისურებს და დროშებს წვავენ, ამსხვრევენ მაღაზიებსა და სახელმწიფო დაწესებულებების მინებს. 


 დიდი ქალაქების ქუჩებში მსუბუქ ავტომობილებს ცეცხლი უკიდია, სიტუაცია კონტროლს არ ექვემდებარება.


ბრაზილიური ტელემაუწყებლების ინფორმაციით, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან და თავშეყრის ადგილებიდან მწვავე გულის შეტევით  საავადმყოფოში  500-მდე ადამიანი გადაიყვანეს, რომელთა შორის ახალგაზრდებიც არიან.

 

წყარო: სხვადასხვა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3044
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია