დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თუ ბავშვს კოღომ უკბინა...
2014/07/08 11:33:51

როცა კოღოები აქტიურად იწყებენ "სალაშქროდ გამოსვლას", იმ პერიოდში საერთოდ არ ღირს, საღამოს საათებში ბავშვი გარეთ იყოს ზედმეტად ხალვათად ჩაცმული. ჯობს, ხელები და ფეხები შედარებით დაფარული ჰქონდეს და თუ საერთოდაც მოერიდებით მის გარეთ გაყვანას საღამოს საათებში (განსაკუთრებით, ჩვილი ბავშვის, და განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ბევრი კოღოა), უკეთესი იქნება. თუ  გაიყვანთ გარეთ, ჯობს მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით დაიცვათ.


თუ მაინც უკბინა კოღომ (და ეს წესი სხვა მწერების ნაკბენებზეც შეგიძლიათ გაავრცელოთ), აუცილებლად მაშინვე უნდა დაამუშავოთ, რომ შემდეგ მეტად არ გაღიზიანდეს, არ გასივდეს, ქავილის შედეგად ინფექცია არ შეეჭრას პატარას. ექიმები გვირჩევენ, მაშინვე წავუსვათ ნაკბენ ადგილებზე სოდიანი ტამპონი _ 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა გახსენით ერთ ჭიქა თბილ წყალში, მასში დაასველეთ ბამბა და 10 წუთით დაადეთ. შემდეგ დაუმუშავეთ სპირტით ან ბრილიანტის მწვანეთი.

 


ასევე კარგი საშუალებაა შუაზე გაჭრილი ხახვის დადება ნაკბენ ადგილზე, ძალიან მარილიანი წყლის. ხოლო იმისთვის, რომ კოღოებისგან დავიცვათ თავი, კარგი საშუალებებია მიხაკის ზეთი, ლიმონის ბუჩქი, ბაზილიკი, ვანილი. სახლში ფანჯრებზე გააკარით მწერებისგან დამცავი ბადე, დროდადრო შეაერთეთ კოღოებისგან დამცავი სპეციალური ელექტროსპირალები.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2911
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია