დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როგორ მიუსამძიმრა მიხეილ სააკაშვილმა შევარდნაძის ოჯახს
2014/07/07 15:03:47

მინდა მივუსამძიმრო საქართველოს მე-2 პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალება                                                                        მის ოჯახის წევრებსა  და ახლობლებს. ედუარდ შევარდნაძე იყო ნიშვნელოვანი მოღვაწე საბჭოთა                                                                            იმპერიისა და პოსტსაბჭოთა საქართველოსთვის, რომლისროლის უფრო ზუსტ შეფასებაზე  ისტორიასა დაისტორიკოსებს კიდევ დიდხანს მოუწევთმუშაობა.


2003 წელს, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად მის სისხლის სამართლებრივ დევნაზე კატეგორიული უარი ვთქვით, რადგან პატივი ვეცით პრეზიდენტის ინსტიტუტსა და ქვეყნის იმიჯს. უფრო მეტიც, ჩემი განკარგულებით მას შეუნაჩუნდა სახელმწიფო რეზიდენცია და პრეზიდენტის სხვა პრივილეგიები, ვფიქრობ, ეს სწორი იყო. ამ აზრზე ვრჩები მას შემდეგაც კი, რაც თავად პრეზიდენტი შევარდნაძე პრესის საშუალებით მუდმივად მოუწოდებდა საქართველოს ახალ მთავრობას, რომელსაც აქტიურად უჭერდა მხარს, ჩემი და ჩემი მომხრეების დევნისა და დაპატიმრებისკენ.

 

დღეს სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გვერდით, არის ქვეყნის მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის კუთხეც.

 

წყარო: droni.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2610
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია