დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თამბაქო გაძვირდა, ტანსაცმელი გაიაფდა...
2014/07/07 13:13:59

საქართველოში ყველაზე მეტად ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო გაძვირდა.

 

„საქსტატის“ მონაცემებით, 2014 წლის ივნისში 2013 წლის ანალოგიურ პერიოდში ამ კატეგორიის პროდუქციაზე ფასები 7,5%-ით გაიზარდა, მათ შორის თამბაქო 13,8%-ით გაძვირდა.

 

ასევე 5,6%-ით არის გაძვირებული ჯანდაცვის მომსახურება, ტრანსპორტისა და სასტუმრო-კაფე-რესტორნების - 3,2%-ით.

 

ამავე პერიოდში ფასები შემცირებულია 4,9%-ით ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, ასევე 0,8%-ით გაიაფდა კავშირგაბმულობის სფეროში სერვისი.

 

აღსანიშნავია, რომ ალკოჰოლურ სასმელსა და თამბაქოს ნაწარმის გაძვირება წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე 0,4%-ული პუნქტით აისახა. სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასების 0,7%-იანმა ზრდამ წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,29%-ული პუნქტით მოახდინა გავლენა. ჯგუფში ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (11,2%). ფასების მატება დაფიქსირდა ასევე თევზეულზე (3,3%). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-14,6%) და ზეთსა და ცხიმზე (-5,2%).

 

„საქსტატის“ ცნობით, ინფლაციის დონემ საქართველოში, 2014 წლის ივნისში 2013 წლის ივნისთან შედარებით, 2% შეადგინა.

 

ივნისის წლიური ინფლაციის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ჯანდაცვის სექტორში ფასების 5,6%-ით ზრდამ, ფასები 7,5%-ით გაიზარდა ასევე ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში, სატრანსპორტო მომსახურების სფეროში კი 3,2%-ით, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები ამ პერიოდში 0,7%-ით გაძვირდა.

 

აღსანიშნავია, რომ ივნისში მაისთან შედარებით ინფლაციის მაჩვენებელი მინუსებში გამოიახა და -0,9% შეადგინა.

 

წყარო: BPI

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2806
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია