დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ახალი მედიის ასოციაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორზე განხორციელებული მუქარისა და ხელშეშლის შესწავლას ითხოვს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/07/07 13:02:33

 ახალი მედიის ასოციაცია გმობს კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორზე განხორციელებული ძალადობის, მუქარისა და ხელშეშლის ფაქტს, სამართალდამცავებს მოუწოდებს გამოიძიონ ფაქტი, დასაჯონ დამნაშავე პირები და  უზრუნველყონ  ჟურნალისტის უსაფრთხოდ მუშაობისათვის აუცილებელი პირობები.


შეგახსენებთ, რომ მ/წ 4 ივლისს, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე, რომელიც მის პროფესიულ მოვალეობას ახორციელებდა და აშუქებდა კანდიდატის შეხვედრას ამომრჩევლებთან პანკისის ხეობაში, კანდიდატის და მისი მხარდამჭერების მხრიდან განხორციელდა ძალადობა და მუქარა. http://ick.ge/rubrics/politics/18671-i.html


"ქართული ოცნების" გამგებლობის კანდიდატმა ბექა ბაიდაურმა, გამგებლის მოადგილეს მათე ქავთარაშვილს მოუწოდა ჟურნალისტის თანდასწრებით არ ელაპარაკა და ჟურნალისტს "პროვოკატორი" და "მატყუარა" უწოდა. ბაიდაურს თანმხლებმა „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა: რუსლან და ბესლან ალხანაშვილებმა ჟურნალისტს გადაღების შეწყვეტა მოსთხოვეს, რის შემეგაც რუსლან ალხანაშვილმა ჟურნალისტს ხელი გადაუგრიხა და კამერის წართმევა სცადა.

 

ჟურნალისტი, უსაფრთხოებისთვის და მისი უფლებების დასაცავად, იძულებული გახდა პოლიცია გამოეძახა, თუმცა პოლიცია ინციდენტის ადგილას არ მისულა. მიგვაჩნია, რომ პოლიციამ ამით დაარღვია კანონი და მოქალაქის კანონიერი უფლება საჭიროების შემთხვევაში, დაიცვას მისი უსაფრთხოება.

 

ამას ემატება ის საგანგაში გარემოებაც, რომ ჟურნალისტზე მუქარა შემდეგაც გაგრძელდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი იტყობინება, ინციდენტის მეორე დღეს მათ აცნობეს, რომ რამდენიმე ადგილობრივი „ვაჰაბიტი“ საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტების პანკისის ხეობაში ხელახლა ასვლის შემთხვევაში, მათ "დასახიჩრებით" დაემუქრა.

 

კახეთის საინფორმაციო ცენტრის მტკიცებით,  მუქარის ავტორები „ქართული ოცნებიდან“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის მითითებებით მოქმედებენ, რომელზეც კახეთის საინფორმაციო ცენტრი ხშირად აქვეყნებს კრიტიკულ სტატიებს.

 

სიტუაციის სიმწვავიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, ხელისუფლებასთან ერთად, მოვუწოდებთ მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს, საელჩოებსა და საქართველოში მოქმედ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, შეისწავლონ საკითხი და დროული ზემოქმედება განახორციელონ სამართალდამცავ სტრუქტურებზე, რათა მომხდარზე მყისიერი და კანონიერი რეაგირება განხორციელდეს. დაუყოვნებლივ მიეცეთ ჟურნალისტებს უსაფრთხო მუშაობის საშუალება და დაისაჯონ მუქარის განმხორციელებელი პირები.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2835
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია