დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველო იმ 5 ნაციას შორის მოხვდა, რომელიც გაქრობას იწყებს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/07/04 14:28:46

გაეროს სოციოლოგიური კვლევის ცენტრის ინფორმაციის თანახმად, 2050 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობამ შეიძლება 9.5 მილიარდ ადამიანს მიაღწიოს, რაც 37%-ით მატებას ნიშნავს. დემოგრაფიული მატება, სამწუხაროდ, არ შეეხება ყველა ქვეყანას. რამდენიმეწლიანი დეტალური კვლევების შედეგად გამოიყო ის ხუთი ქვეყანა, რომელიც სოციალური რეგრესის გზას ადგას და შესაძლოა, მომავალ ათწლეულებში, საერთოდ, გაქრეს მსოფლიოს რუკიდან. საქართველოს მოსახლეობა ამ დროისთვის 4.340 მილიონია. კვლევის თანახმად, 2050 წლისთვის სოციუმი 3.591მილიონამდე შემცირდება.


საერთაშორისო ექსპერტთა აზრით, საქართველოში საკმაოდ მომატებულია შობადობა, თუმცა სიღარიბის ძალიან მაღალი დონე, რომელმაც 22%- მიაღწია, ხელს უშლის მოსახლეობის რაოდენობრივ ზრდას. ასევე ნეგატიურად მოქმედებს მიგრაციის დონის ზრდაც, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების ზრდა ხელს უშლის ნორმალური სოციალური ფენის ჩამოყალიბებას.


საქართველოს გარდა, ქვეყნებს შორის, რომლებსაც გაქრობა ემუქრებათ, მოხვდა: იაპონია, უკრაინა, ბოსნია-ჰერცოგოვინა და ბულგარეთი. იაპონიის მოსახლეობის რაოდენობა ამჟამად – 126 მილიონია, 2050 წლისთვის – 95.152 მილიონი იქნება, უკრაინის მოსახლეობის რაოდენობა ამჟამად – 45. 864 მილიონია, 2050 წლისთვის – 35.273 მილიონი იქნება, ბოსნია-ჰერცოგოვინას მოსახლეობის რაოდენობაამჟამად 3.826 მილიონი, 2050 წლისთვის – 3.075 მილიონი, ბულგარეთის მოსახლეობის რაოდენობა ამჟამად – 7. 210 მილიონი, 2050 წლისთვის – 5. 894 მილიონი.

 

წყარო: kvira.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 24471
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია