დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის ოთხი რაიონის მოსახლეობა ერთჯერადი უფასო სამედიცინო მომსახურეობით ისარგებლებს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/07/04 13:45:25

იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი ტყიბულის მუნიციპალიტეტში შეხვედრებს განაგრძობს.


 ვიზიტის ფარგლებში მეფარიშვილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ორი პირ მოინახულა და სოფელ ხრესილში მცხოვრებ 72 წლის თენგიზ ლაფერაძესა და 24 წლის გიორგი ბოჭორიშვილს საჩუქრად ეტლები გადასცა.


დღესვე, იმერეთის გუბერნატორმა ტყიბულის მუნიციპალიტეტეში უფასო სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობის პროცესიც მოინახულა. ერთწლიან პროექტს გოჩა ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა ახორციელებს.


აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, 250 - მდე ადგილობრივს სამედიცინო პერსონალმა სხვადასხვა სახის გამოკვლევები ჩაუტარა. პროექტის მიზანი საქართველოს რეგიონებში დაავადებების პრევენციისა და დროული დიაგნოსტიკის ხელშეწყობაა. ანალოგიური ტიპის სამედიცინო მომსახურებას მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში ბაღდათის, ვანის, ტყიბულისა და თერჯოლის მოსახლეობაც მიიღებს. ასევე, დაგეგმილია ვიზიტები მაღალმთიან რეგიონებშიც.


 

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ...“ საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი“ - ადმინისტრაციის წარმომადგენლებსაც შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. ზაზა მეფარიშვილმა შეკრებილებს რაიონში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მათი მხრიდან, სხვადასხვა საკითხზე დასმულ კითხვებს უპასუხა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1718
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია