ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გურნაში გამრიცხველიანების პროცესი იმერეთის ვიცე - გუბერნატორმა ალექსანდრე იოსებაშვილმა მოინახულა.
მოსახლეობის ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას „ენერგო პრო ჯორჯია“ ახორციელებს.
ამ დრომდე სოფელს საერთო მრიცხველი ჰქონდა და ადგილობრივ მცხოვრებლებს დახარჯულ ელექტროენერგიაზე მეტის გადახდა უწევდათ.
როგორც „ენერგო პრო ჯორჯიას“ ადმინისტრაციაში აცხადებენ, გამრიცხველიანების შედეგად სოფელში ელექტროენერგიის მიწოდებაც გაუმჯობესდება.
ამ ეტაპზე ინდივიდუალური მრიცხველით 270 ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი. იმერეთში გუბერნატორის ადმინისტრაცია სოფელ გურნის მოსახლეობასაც შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.ადგილობრივებს ყველაზე მეტად წყლისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პრობლემა აწუხებთ. ალექსანდრე იოსებაშვილი მათ არსებული პრობლემების ეტაპობრივად გადაწყვეტას დაპირდა.