დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის რეგიონის მოსახლეობას დახმარებას ენერგოომბუდსმენი გაუწევს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/07/02 14:48:25

იმერეთის რეგიონის მოსახლეობის ენერგო უფლებათა დაცვის მიზნით სემეკმა საზოგადოებრივი დამცველის წარმოამდგენლი წარადგინა. იმერეთში ენერგოომბუდსმენის პოსტზე  ნინო გულიაშვილი დაინიშნა.


როგორც საზოგადოებრივი დამცველის აპარატის წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნული სერვისი ადგილობრივი მოსახლეობის უკეთ მომსახურების მიზნით დაინიშნა. ენერგოომბუდსმენის ოფისი სახალხო დამცველის ქუთაისის ოფისში გაიხსნა.


„ჩვენ წლების განმავლობაში ომბუდსმენის აპარატში გვყავდა წარმომადგენელი. ქუთაისში მოსახლეობას საშუალება ჰქონდა ესარგებლა ჩვენი მომსახურებით. თუმცა ინფორმაციის არ ქონის გამო მოქალაქეები ვერ ახერხებდნენ განცხადება თუ საჩივარი სრულყოფილად დაეწერათ, რაც გარკვეულ ხარვეზებს იწვევდა. სწორედ ამიტომ ამ ადამიანებს უშუალოდ ჩვენი წარმომადგენელი გაუწევს კონსულტაციას, მისცემს მათ სწორ მიმართულებას, ვინაიდან, რომელიმე ენერგოკომპანიის წინააღმდეგ დაწერილი საჩივარი განხილული და პასუხგაცემული იყოს“–განაცხადა სახალხო დამცველის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმის წარმოების  დეპარეტამენტის ხელმძღვანელმა ელეონორა ლაგვილავამ.

 

შეხვედრას საზოგადოებრივი დამცველი სალომე ვარდიაშვილი, ორგანიზაციების და სახელმწიფო ხელისუფლების, ასევე უფლებადამცველი ორგანიზაციები და ადგილობრივი ენერგო კომპანიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.


ენერგოომბუდსმენის პრეზენტაციაზე ენერგოომბუდსმენის ფუნცქციებზე, ძირითად გამოწვევებსა და მიმდინარე წლის სტატისტიკაზეც ისაუბრებს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2484
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია