დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ოპერის თეატრი დღეს ქუთაისისთვის ძალიან საჭიროა"- თორნიკე მარჯანიშვილი
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/07/01 17:21:58

ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ახლადდანიშნულ მმართველ თორნიკე მარჯანიშვილ ჟურნალისტებს შეხვდა და  თეატრში არსებულ პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.


მისი თქმითოპერის თეატრში რადიკალურ საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს და, ძირითადად, ტექნიკური კუთხით აპირებს მუშაობას.

 

ჩემთვის მოულოდნელი იყო ამ თანამდებობაზე დანიშვნა. თუმცა, მიმუშავია ამ მიმართულებით და საკმარისი გამოცდილებაც მაქვს.  ჩემი ძირითადი მუშაობა პროექტების დამუშავებას და ფინანსების მოძიებას შეეხება, მაგრამ  არ იქნებ ორიენტირებული მხოლოდ ფინანსების მოზიდვის კუთხით, ვინაიდან თეატრს შემოქმედება სჭირდება და ფინანსები  გაკეთებული საქმის შემდეგ უნდა წამოვიდეს, რათა ერთობლივ შედეგი დავდოთ. მთავარი ყურადღება მექნება ფუნქციების გადანაწილებაზე, პასუხისმგებლობები უნდა მოემატოს ზოგიერთ სამსახურს. პირველ რიგში, თეატრში ტექნიკური საკითხების მოგვარებას ვიწყებ.  დაწყებული მაქვს მუშაობა სქემაზე, სადაც თიოეული თანამშრომლის უფლება-მოვალეობები გაიწერება. ოპერის თეატრი დღეს ქუთაისისათვის ძალიან საჭიროა,"-განაცხადა თორნიკე მარჯანიშვილმა.


მარჯანიშვილის თქმით, ოპერის თეატრის შენობასაც სჭირდება მიხედვა.


„მიუხედავად იმისა, რომ აქ გაკეთდა რემონტი, პრობლემები მაინც არსებობს. პრობლემა  უხარისხო განათება, ოპერის თეატრს მსგავის განათება არ უნდა ჰქონდეს. პირველი ნაბიჯები შენობის პრობლემების მოგვარების კუთხითაც უნდა გადავდგათ.“ 


შეგახსენებთ, რომ  გასულ კვირას კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ თეატრის დირექტორის პოზიციაზე რეჟისორი თორნიკე მარჯანიშვილი დაამტკიცათორნიკე მარჯანიშვილი ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში მოქმედი რეჟისორია.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3418
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია