დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რობიზონ ხურცილავა: „მოსამართლე ახალბედაშვილი სასამართლო პროცესზე პინკ-პონკის ბურთივით დახტოდა“
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/06/30 18:28:45

ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზურაბ ჯიბუხაიას სასამართლო პროცესი დღეს თითქმის მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

მოსამართლემ ჯიბუხაიას ადვოკატის მიერ დაყენებული ორი შუამგდომლობიდან არცერთი არ დააკმაყოფილა. ადვოკატმა ჯერ საქმეზე მოსამართლის დავით ახალბედაშვილის  აცილება, შემდეგ კი განაჩენის გამოტანამდე აღმკვეთი ღონისძიების შეცვლა 25 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ მოითხოვა. 

 

„მოსამართლემ არცერთი ჩვენი შუამდგომლობა მიზანმიმართულად  არ დააკმაყოფილა, თუმცა აქ საინტერესოა მეორე გარემოება, ყველა ჩვენს შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე მოსამართლე სასამართლო დარბაზსა და დერეფანს შორის პინკ-პონკის ბურთივით დარბოდა, მხოლოდ გარედან შემოსვლის შემდეგ იღებდა გადაწყვეტილებებს და ეს რაზეც მიუთითებს, ყველასთვის ცხადია, ჩვენ საქმის არსებითი განხილვის იმედი გვაქვს,“ - განაცხადა  ზურაბ ჯიბუხაიას ადვოკატმა რობიზონ ხურცილავამ.

 

შეგახსენებთ, რომ ხონის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს დასავლეთ საქართველოს პროკურატურა სახელმწიფო ქონების გაფლანგვას ედავება, რომლის ოდენობაც 20 000 ლარს შეადგენს.

 

საქმის არსებითი განხილვა 14 ივლისს არის ჩანიშნული.   

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4823
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია