დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/06/30 11:51:34

საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია 1-ლი ივლისიდან იწყება.


საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, 2014-2015 სასწავლო წლისთვის, 1-ლი ივლისიდან 5 ივლისამდე რეგისტრირდებიან იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა 200 000-არ აღემატება, ასევე რეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები და სსიპ "სახელმწიფზრუნვის სააგენტოს" ფილიალის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების), მოწერილობის საფუძველზე.
5 ივლისიდან 10 ივლისამდე უკვე დარეგისტრირებული ბავშვების დედმამიშვილები რეგისტრირდებიან. 10 ივლისიდან კი რეგისტრირდება უწყვეტად ყველა ბავშვი.


საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებით, ახალი 2014-2015 სასწავლო - სააღმრზდელო წლისათვის, ბაგა ბაღებში ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელია ისეთი ბავშვებისთვის, რომლებიც 2014 წლის 8 სექტემბრისთვის იქნებიან 2 წლის, ასევე, ბავშვები, რომლებსაც 8 სექტემბრისთვის არ შესრულებიათ 6 წელი.

 

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის  სააგენტომ რეგისტრაცია გამოაცხადა ივლისის თვეში მომუშავე საზაფხულო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების დასარეგისტრირებლად. აღნიშნულ  ბაგა-ბაღებში 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა ელექტრონული რეგისტრაცია 15 ივნისს დაიწყო

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2139
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია