დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნარჩენების მართვის ინოვაციურ მეთოდს ქუთაისში არასამთავრობო სექტორი გაეცნო
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/27 16:07:26

ნარჩენების მართვის ინოვაციური თოდის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის დღეს მორიგი შეხვედრა გაიმართა.


პროექტის ორგანიზატორებმა შეხვედრა ქუთაისში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართეს. ამავდროულად  ნარჩენების გარემოზე ზემოქმედებასა და ნარჩენების მართვის მექანიზმებზე ისაუბრეს. ტრენინგის მონაწილეებმა  ნარჩენების კლასიფიკაციაიერარქიის, ნარჩენების გადამუშავებასა და მისი გამოყენების, ასევე გარემოს ძირითადი დამბინძურებლების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღეს . 


ანხილულ იქნა 2005 წელს შემუშავებული ქუთაისის ადგილობრივი გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის სტრატეგიული პროგრამისქალაქი ნარჩენის გარეშეშესრულების საკითხი.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნიკეას ნაგავსაყრელზე არსებულ მდგომარეობას და მისი მოწყობის თანამდეროვე მიდგომებს.


" ჩვენ ვსაუბრობთ ნარჩენების როგორც გარემოს მთავარი დამბინძურებლების მნიშვნელობაზე, ასევე მისი გადამუშავებისა და გამოყენების გზებზე. მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანი უნდა იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა მეთოდები არსებობს ნარჩენების ეფექტურად მართვისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შესაძლებელია ნარჩენებს მოვუძებნოთ ჩვენთვის სასარგებლო გამოყენება საყოფაცხოვრებო პირობებში"–განაცხადა  ტრენინგის ერთერთი მომხსენებელმა ლალი გამყრელიძემ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2338
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია