საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ინტელექტუალური მარათონი ქუთაისში
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/27 12:43:50

პროექტი „ინტელექტუალური მარათონი“ წარმოადგენს ფონდ „აია გრძნობაა“-სა და ქ. ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ერთობლივ პროექტს.


პროექტს გააჩნია მდიდარი და წარმატებული წარსული საქართველოს სხვადასხვა კუთხესა თუ ქალაქში განხორციელების კუთხით.


ქუთაისის მაშტაბით პროექტში ჩაერთო 16 სკოლის 24 გუნდი. ჯამში 120 მოსწავლე. მოსწავლეებს გუნდური თამაშის პრინციპით უტარდებათ 3 ტური სხვადასხვა თემატიკებზე.


გაზაფხულის სეზონის ინტელექტუალური მარათონის გუნდური ტურების თემები არის: 1 ტური - სასკოლო პროგრამა/მარტივი ზოგადი განათლება, მე-2 ტური - ქართული, ხოლო მესამე დასკვნითი გუნდური ტურის თემაა „ქუთაისი“.


აღნიშნული თემების წინასწრი ცოდნით გუნდებს ჰქონდათ შესაძლებლობა მოემზადებული შეხვედროდენ ყოველ ახალ ტურს. სამი ტურის გასვლის შედეგად, ქულების დაჯამებული რაოდენობით გაირკვა გუნდური გამარჯვებული და ეს ტიტული ერგო პირველი სკოლის გუნდს. ამასთანავე პირველ 3 ადგილზე მყოფი გუნდები გადავიდნენ ფინალურ ეტაპზე, სადაც გუნდები ინდივიდუალურ მონაწილეებად დაიშლა და გამოვლინდა ინდივიდუალური გამარჯვებული. ინდივიდუალური ანუ გაზაფხულის სეზონის ინტელექტუალი მოსწავლე გახდა ანა ქურციკიძე. პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში შაბათს 28 ივნისს 15 საათზე. პროექტის მონაწილეებსა და გამარჯვებულებს ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვებენ ფონდი „აია გრძნობაა“-სა და ქ. ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1769
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია