დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თერჯოლის კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის 150 000 ლარი დაიხარჯა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/26 16:02:22

თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირებული კულტურის სახლის გახსნა საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა.


კონცერტზე ადგილობრივმა მუსიკალურმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა ტრადიციული სამუსიკო და საცეკვაო ნომრები შეასრულეს. ღონსიძიების მეორე ნაწილში კი სცენა თერჯოლის სახალხო თეატრს დაეთმო, დასი მაყურებლის წინაშე სპექტაკლ „ბაკულას ღორები“ წარსდა. საღამოს წამყვანმა კულტურის ცენტრის განახლების საქმეში შეტანილი წვლილისთვის იმერეთში სახელმწიფო გუბერნატორს ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა.


 

თერჯოლელებს ცენტრის გახსნა იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა  მიულოცა. მისი თქმით, კულტურის სფეროს განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია და შესაბამისად, მსგავსი ტიპის ობიექტების განახლებასა თუ რეაბილიტაციას ყველა რაონში ყურადღება მიექცევა. ამ დრომდე თერჯოლის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრს შენობა არ გააჩნდა. მსახიობებს, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრებს კი ნორმალურ პირობებში რეპეტიიცის გავლის საშუალება არ ჰქონდათ. თერჯოლის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდმა 150 000 ლარით დააფინანსა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2582
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია