დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ჩემი რეპრესია, შენი რეგრესია“–აქცია პარლამენტთან
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/26 15:52:14

 „ჩემი რეპრესია, შენი რეგრესია“, „ჯარიმა არ კურნავს“–ამ სლოგანებით დღეს ,პარლამენტთან ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის ორგანიზებით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან შეიკრიბნენ ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს შეუერთდნენ.


აქციის მონაწილეების განცხადებით, საქართველოში ნარკომანიასთან და ნარკოტიკთა უკანონოდ ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლა არა ცივილეზებულად ხდება. მათი თქმით,  დაპატიმრება და დაკავება პრობლემა არ აგვარებს.


„მსოფლიოში ნარკომანიასთან და ნარკოტიკების  უკანონობ ბრუნვასთან ბრძოლის დღე აღინიშნება.  ცივილიზებული სამყაროს მიდგომა ამასთან დაკავშირებით არის მართალც სხვაგვარი,  ისინი მართლა ებრძვიან ნარკოტიკების მოხმარებით მიღებულ შედეგ. საქართევლოში კი არა შედეგებს, არამედ ამ ადამიანებს ებრძვიან.


ხელისუფლება მიაჩნია, რომ დაპატიმრებით და დაჯარიმებით პრობლემა მოგვარდება და მომხმარებელთა რაოდენობა შემცირდება. 10 წლის განმავლობაში არაფერია იცვლება. უკონტროლო სააფთიქო ნარკოტიკების ბუმია. მთავრობა  კომპლექსურად უნდა მიუდგეს პრობლემას,  როგორც ევროპაში ხდება. ჩვენ შევიკრიბეთ აქ რადგან პარლამენტს გადავცეთ პეტიციას 60 000 ხელმოწერით, მოხდეს საკანონმდებლო ცვლილება. უნდა აშენდეს  საერაბილიტაციო კლინიკები“–განაცხადა ნარკოტიკების მომხმარებელტა საქართველოს ქსელის წევრმა კოტე რუხაძემ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1612
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია