დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როგორ გავასუფთავოთ ნიტრატებით „მოწამლული“ ხილ-ბოსტნეული
2014/06/26 13:34:36

ზაფხული იდეალური სეზონია ჯანსაღი კვების მოყვარულთათვის. დიასახლისები აქტიურად ამარაგებენ ოჯახებს ნაი-ნაირი ხილ-ბოსტნეულით - ცდილობენ, ბავშვებმა რაც შეიძლება მეტი ცოცხალი პროდუქტი მიიღონ და ორგანიზმი ვიტამინებით გაიძლიერონ. სამწუხაროდ, ყველა ხილი და ბოსტნეული არ არის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო. კარგად ვიცით, რომ არათუ იმპორტირებული, ადგილობრივი პროდუქციაც პესტიციდებითა და ნიტრატებითაა გაჟღენთილი. გასწავლით რამდენიმე ხერხს, თუ როგორ შეამციროთ ხილ-ბოსტნეულში ამ საშიში ნივთიერებების შემცველობა.


კომბოსტო: ნიტრატები ყველაზე დიდი რაოდენობით კონცენტრირებულია გარეთა ფურცლებსა და კომბოსტოს მკვრივ გულში, ამიტომ ეს ნაწილები უნდა მოაჭრათ.


კარტოფილში ქიმიური ნივთიერებები კანქვეშ და ბოლქვის შუაგულში გროვდება. ამიტომ წამოდუღებისთანავე წყალი გამოუცვალეთ. კერძებში კი უმჯობესია წინასწარ წამოდუღებული კარტოფილის ნაჭრები ჩაყაროთ.

 

კიტრი, ბადრიჯანი, ყაბაყი - კიტრი ღია მწვანე ფერის უნდა იყოს, თუ ძალიან მუქი შეფერილობა აქვს, ეს ნიტრატების მაღალ შემცველობაზე მიანიშნებს. ყაბ
აყსა და ბადრიჯანს კი კანი მოაცილეთ და ამოაჭერით თესლები - ეს მავნე ნივთიერებების ბუდეა.

 

მწვანილი, სალათის ფურცლები - ყველაზე ბევრი ქიმიური ნივთიერება მათ ფოთლებში გროვდება. მწვანილი ყველაზე უხვად ითვისებს ნიტრატებს და ამიტომ გამოყენებამდე ერთი საათის განმავლობაში გამდინარე წყალში უნდა იდოს.

 

პომიდორი - მისი ყიდვისას დააკვირდით კანის სისქეს - რაც უფრო სქელია პომიდვრის კანი, მით მეტ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს. არ შეიძინოთ მონარინჯისფრო ნაყოფი, რაც არ უნდა იაფი ღირდეს ის. გამყიდველს აუცილებლად გააჭრევინეთ პომიდორი და თუ შიგნით მოთეთრო რბილობი და სქელი ძარღვები შენიშნეთ, ეს იგი დიდი რაოდენობით შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს. თუ მხოლოდ შინ მიტანისას აღმოაჩინეთ ეს, ამ შემთხვევაში პომიდორი ერთი საათით გააჩერეთ ცივ წყალში.

 

სტაფილო, ჭარხალი, ბოლოკი - ბოლქვა მცენარეების თავი და დაბოლოება ნიტრატების ნამდვილი ბუდეა. გამოყენების წინ ეს ნაწილები მოაჭერით. სტაფილოს ერთი სანტიმეტრის სიმაღლეზე აუცილებლად მოაცილეთ წვეტი, გამწვანებული უბნებიც უნდა მოაჭრათ, იქაც ქიმიკატები "ბუდობენ".

 

ყურძენი: შენახვის ვადის გახანგრძლივებისთვის მას ნივთიერება ფუნგიციდით ამუშავებენ. ეს ნივთიერება რომ მოვაცილოთ, ამისათვის სოდიან წყალში უნდა გავრეცხოთ, შემდეგ კი სუფთა წყალი გადავავლოთ. საერთოდ, ნებისმიერ ხილ-ბოსტნეულს მოუხდება სოდაში გარეცხვა.

 

საზამთრო: პირველ რიგში, უარი თქვით ტრადიციაზე და არასოდეს გააჭრევინოთ საზამთრო გამყიდველს. ეს ბაქტერიების გამრავლების შესანიშნავი წყაროა. თუ ძალიან მსხვილი და ოდნავ მოყვითალო კურკები აქვს, ე. ი. ქიმიურად არის გამდიდრებული. შეგიძლიათ მარტივი ტესტიც ჩაატაროთ - საზამთროს რბილობი ერთი წუთით წყლით სავსე ჭიქაში მოათავსეთ. თუ წყალმა ფერი შეიცვალა, ესე იგი ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს. თუ წყალი მხოლოდ აიმღვრა - "სუფთაა".

 

ვაშლი და მსხალი: თუ ხელში აღებისას გრძნობთ, რომ მეტისმეტად გლუვი და სრიალა კანი აქვს, ეს იგი იერსახის შესანარჩუნებლად დიფენილომით დაამუშავეს. აშშ-სა და ევროკავშირში დიფენილომი ძლიერი კანცეროგენული და ალერგიული შემადგენლობის გამო აკრძალულია. ასეთი ხილი გაუთლელად არ უნდა მიირთვათ.

 

ეცადეთ, არც თავად მიირთვათ და რაც მთავარია, არ შესთავაზოთ ბავშვებს ხილ-ბოსტნეული, რომელთა ბუნებრივი მწიფობის სეზონი ჯერ არ დამდგარა. ძალიან ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ ზამთარში კიტრსა და პომიდორში სამმაგი ფასის გადახდით ბავშვისთვის კარგ საქმეს აკეთებთ. ყველაზე დაბინძურებული ხილ-ბოსტნეული მსოფლიოს ბაზრებზე თურქეთიდან, ჰოლანდიიდან, ისრაელიდან და ეგვიპტიდან ხვდება. მათი მიწა საკმაოდ მწირია და ქიმიური დამუშავების გარეშე მდიდარ მოსავალს არ იძლევა.


mshoblebi.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3360
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია