საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან, №10 (361), 13-19 მარტი, 2006 წელი
რატომ ტირის ვაზი?
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/06/25 16:10:24

ლეგენდა

 

 

1387 წელი... ქართველთა ქვე-ყანაში მოვიდა თემურ-ლენგი, დაიპყრო მრავალი ციხე-სიმაგრე, ქალაქი, სოფელი, ბევრი ქართველი ამოწყვიტა, მამაკაცთა თითქმის ნახევარი ამოჟლიტა, ხოლო მათი ცოლები და შვილები ტყვედ წაასხა. არც ქალებს ინდობდა და არც ყრმებს.

 

და, აი, შავი სიკვდილის კოჭლი მოციქული, მრისხანე თემური გარეჯის მიდამოებში იყო დაბანაკებული. ჯაგარაშლილი სისხლისმსმელის ბრანებით მისი ლაშქარი საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულს შეერია და სადაც კი ვაზი და ხეხილი იყო, სულ პირწმინდად აკაფა და აჩეხა. ამ ველური ბრSანების შესრულება დავალებული ჰქონდა ნოინ მუჰამედს, რომელიც თემურის ჯარის სარდალი იყო...

 

დადგა დრო, როცა მუჰამედმა უნდა მოახსენოს თემურს ბრSანების შესრულება.

 

- აბა, მუჰამედ, რას მეტყვი, შეასრულე ჩემი ბრანება?

 

- დიახ მბრSანებელო!

 

- მაშ, აღარ იქნება საქართველოში ვაზი? მე ყოველი Sირი ვაზი ქართველთა მთავარ არღვად წარმომიდგენია, საკმარისია გადაიჭრას ეს არღვი, რომ მთლად საქართველო სისხლისაგან დაიცლება და სამუდამოდ ჩვენს მონად იქცევა. შენ კი, ჩემო მუჰამედ, ეს Sარღვი ბოლომდე უნდა გადაჭრა და აკაფო, რომ...

 

თემურს სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კარავში აქოშინებული ასისთავი ნოინი შემოვარდა.

 

- დიდო მბრSანებელო! დიდო მბრანებელო!

 

თემური ტახტიდან წამოდგა.

 

- რა ამბავია, ყუსუმ?

 

- ვაზი! ვაზი! დიდო მბრSანებელო! თქვენს ბრანებას ვასრულებდი, წყაროებთან ჩემს მეომრებს ვაყენებდი, რომ უცებ საიდანღაც გამოჩნდა ქართველი. ჩოხის ქვემოდან ამოიღო ვაზის რქები და წყალს შეუშვირა.

 

- ქართველი? ვაზი? ახლა სად არის?

 

- აქ არის.

 

- ახლავე აქ მომგვარე!

 

ყუსუმმა ქართველი შემოიყვანა.

 

- ჰკითხე, თარჯიმანო, ვინაა ეს ველური, აღმოსავლელი თუ დასავლელი, თავადი თუ გლეხი?

 

- სურს გაიგოს, ვინა ვარ და სადაური? უთხარი, რომ ქართველი ვარ! - ეს ისე ამაყად თქვა ტყვემ, რომ თემური წამოხტა და ხმალზე გაივლო ხელი.

 

- უთხარი მაგ თავხედს, რომ სითამამეს არ შევარჩენ, უნდა იცოდეს, ვისთან როგორ მოიქცეს!

 

- მტერთან სითამამე, მოყვასთან მოკრალება - ესაა ჩვენი ადათი.

 

- დაწყევლილი იყავით თქვენცა და თქვენი ადათიც. ყუსუმ, დათვალე, რამდენი რქა აქვს მაგ წყეულს.

 

- ორმოცდაჩვიდმეტია, დიდო მბრSანებელო!

 

- ორმოცდაჩვიდმეტ ნაჭრად აკაფე!..

 

- აღსრულებული იქნება, მბრანებელო!

 

დიდხანს ისმოდა ბანაკის შუაგულში სისხლიანი სეირის მოყვარულთა ღრიანცელი და ტყვე ქართველის კბილების ღრჭიალი. არღვიან ვაჟკაცს ბევრჯერ წაუვიდა გული, თითქოს კვდებოდა კიდეც, მაგრამ მისი ჯანსაღი სხეული ვერ თმობდა სიცოცხლეს. ქართველი ორმოცდაჩვიდმეტ ნაჭრად აკაფეს და საქართველოს ყველა კუთხეში დამარხეს ვაზის რქასთან ერთად.

 

მას შემდეგ ქართველმა ხალხმა კიდევ ბევრი ბროლა გადაიტანა, კიდევ ბევრჯერ აკაფეს ვაზი და ხეხილი, მაგრამ იმ ორმოცდაჩვიდმეტმა ვაზის რქამ იხარა და დღეს, შეეხება თუ არა ადამიანის ხელით დანა მის რქას, ვაზი ცრემლებს ღვრის...

აი, „რატომ ტირის ვაზი“.

 

მასალები მომზადებულია ალექსანდრე ქურდაის წიგნის „ვაზისა და ღვინის საგალობელის“  მიხედვით

 

 

10 (361), 13-19 მარტი, 2006 წელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7336
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია