დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„რობერტ სტურუა რომ გადაგიდგება, ის ხელისუფლება უნდა მიხვდე და წახვიდე“
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/25 13:46:27

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეჟისორ რობერტ სტურუას უმასპინძლეს. შეხვედრა პროექტ „სტურუას შექსპირის საღამოს“ ფარგლებში გაიმართა.


ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, პარლამენტის წევრი ომარ ნიშნიანიძე, უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები და უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.


შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეჟისორს დარბაზი ფეხზე წამოდგომით შეხვდა, მოკრძალებული სიტყვა კი აპლოდისმენტებით რამდენჯერმე გააწყვეტინეს.


მიუხედავად ღონისძიების მნიშვნელობისა, წერეთლის უნივერსიტეტში შეკრებილმა საზოგადოებამ პოლიტიკისთვის გვერდის ავლა ვერ შეძლო.


„არ მინდა დღევანდელ შეხვედრაში პოლიტიკის გარევა, მაგრამ სტურუას მოქალაქეობრივ მნიშვნელობაზე აუცილებლად უნდა ვისაუბრო. ის გენიალური რეჟისორია, ამასთან ერთად არის არაჩვეულებრივი მოქალაქე, რისთვისაც მას მადლობა უნდა გადავუხადო. ფაშისტური გერმანიის დროს თომას მანის და აინშტაინის გამოსახულებით გამოვიდა ფოტო, მინაწერით–„ასეთი ადამიანები რომ გადაუდგებიან ხელისუფლებას, ის ხელისუფლება უნდა მიხვდე და უნდა წახვიდე. დიახ, რობერტ სტურუა, ჭაბუა ამირეჯიბი და ოტია იოსელიანი რომ გადაგიდგებიან, ის ხელისუფლება უნდა წახვიდე,“–განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ.


ღონისძიების ფარგლებში რობერტ სტურუას მიერ დადგმული სპექტაკლის "ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და... პრეზიდენტი" ჩვენება მოეწყო. სტურუას განცხადებით, ეს არის სპექტაკლი, რომლის გამოც ის თეატრიდან გააგდეს. ვინაიდან, მისივე თქმით, სპექტაკლი კარგად ეხმაურებოდა იმდროინდელ რეალობას.


უნივერსიტეტის ფოიეში შექსპირის თემაზე შექმნილი სპექტაკლებიდან კოსტიუმები და ფოტოების გამოფენა მოეწყო.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2764
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
ირაკლი ღარიბაშვილი - ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება 3 000 სოფელში ხარისხიანი წყლით მომარაგება, რაც 21-ე საუკუნეში სირცხვილია და ეს ჩვენ მალე უნდა დავასრულოთ, 32 მილიარდი ლარის ინვესტიცია იგეგმება მომდევნო წლების განმავლობაში რეგიონების განსავითარებლად, ინფრასტრუქტურა იქნება ეს, გზები, ხიდები, თუ წყალგაყვანილობა (R)
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია