დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ დაუპატიმრეს ცოლი ხუნდაძეს?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/24 13:53:10

ქუთაისის მერობის ყოფილ კანდიდატს მილიონი ლარის მითვისებაში ადანაშაულებენ

 

სამართლებრივი და სოციალურად დაუცველთა კავშირის თავმჯდომარემ გელა ხუნდაძემ შპს „ოქროს საწმისის“ მიერ დაზარალებულ ქუთაისელებთან ერთად დღეს მორიგი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, ასევე პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის და იუსტიციის სამინისტროსგან შპს „ოქროს საწმისის“ საქმესთან დაკავშირებით მიღებულ პასუხებზე იმსჯელეს.

 

გელა ხუნდაძის განცხადებით, ყველა უწყებიდან მიღებული პასუხები, ბიუროკრატიულთან ერთად, კომიკურია, ვინაიდან საქმე იმ პიროვნებებს დაეწერათ წარმოებაში, რომელთაც  უჩივიან.

 

„ეს არის კომიკური სიტუაცია, საქმე დააწერეს იმ ადამიანებს, რომელთაც ვუჩივით. ამავდროულად, გაგვაოცა ღარიბაშვილის იურიდიული სამსახურისგან მიღებულმა წერილმა, სადაც აღნიშნავენ, რომ ჩვენ პროკურატურის საქმიანობაში ვერევით, რისთვისაც დავისჯებით. სინამდვილეში ჩვენ ვითხოვთ იმ საქმის გამოძიებას, რომელსაც მეოცე საუკუნის უდიდესი აფიორა ეწოდება და რომლითაც მარტო ქუთაისში 8 000 ადამიანი დაზარალდა. საქმე ეხება მე-20 საუკუნეში ლელა და თემურ ლომთაძეების მიერ დაფუძნებულ „ოქროსს საწმისს“. ეს იყო ფონდი, რომელმაც მოსახლეობა მოატყუა: ფონდში შეტანილ ფულზე დამატაებით 10% დაჰპირდა. აღნიშნული თანხა პირველი ორი წლის განმავლობაში პროდუქტის სახით მართალა გადაეცემოდათ ამ ადამიანებს, თუმცა შემდგომ ქუთაისის იმჟამინდელმა მერმა თემურ შაშიაშვილმა, თუ არ ვცდები,  1997 წელს ფირმა გაკოტრებულად გამოაცხადა. სინამდვილეში შაშიაშვილი ხელმძღვანელობასთან შეთანხმებულად მოქმედებდა, რისთვისაც მილიონი ლარი აიღო, რისი დასაბუთებული მტკიცებულებაც გაგვაჩნია. ამგვარად, „ოქროს საწმისი“ 12 მილიონიანი ვალით გაკოტრებულად გამოაცხადეს. სინამდვილეში კი, ფირმის ანგარიშზე 25 მილიონი ლარი ირიცხებოდა. წესით, კომპანია გაკოტრებული არის მაშინ, როდესაც ვალი მეტია თანხაზე.

 

ხუნდაძე „ოქროს საწმისიდან“ ფულის მითვისებაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსაც ადანაშაულებს.  მისივე თქმით, ოფშორულ ზონაში არსებული  „ოქროს საწმისიდან“ 20 მილიონი საქართველოში არსებულ „ოქროს საწმისის“ანგარიშზე ჩაირიცხა. აქედან 12 მილიონი მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ფონდში გადარიცხა. მილიონები კი მისი მთავრობის მაღალჩინოსნებმა მიითვისეს, რაშიც მათ პროკურორები და მოსამართლეები ეხმარებოდნენ.


 

„ახალმა ხელისუფლემაბ, ნაცვლად იმისა, რომ საქმე გამოეძიებინა, ჩვენ დაგვიწყო ქადილი და მუქარა. ამ ადამიანებს კი, რომელთაც საარსებო ფული დაკარგეს, არავინ არაფერს ეუბნება. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ საქმის გამოძიებას ვცდილობდი, თავის დანებების მიზნით, ფული შემომთავაზეს, რაზეც უარი ვთქვი, ჩავიწერე ეს ფაქტი და პროკურატურას წარვუდგინე. შემდგომ ამისა ხდება ისე, რომ შემოდიან ჩემთან სახლში, დებენ ნარკოტიკს და ჩემს მეუღლეს აპატიმრებენ. მე მოვახერხე ისე, რომ საქმე დამეშალა და ხელახალი გამოძიება მომეთხოვა, მაგრამ რვა თვე გადის და, ჯერჯერობით, შედეგს ვერ მივაღწიე,“ – განაცხადა ხუნდაძემ

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3313
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია