საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
30-ე საჯარო სკოლის „მოგზაურობა მსოფლიო საოცრებებში“
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/06/23 13:26:18

2014 წლის 12 ივნისს ქალაქ ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლაში გაიმართა პროექტის „მოგზაურობა მსოფლიო საოცრებებში“ პრეზენტაცია.

 

პროექტი მოამზადეს VII-2 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლების: თამარ ბეჟუაშვილის და ომარ გობეჯიშვილის ხელმძღვანელობით.

 

პროექტის მიზანი იყო, მოსწავლეები გაცნობოდნენ მსოფლიოს ძველ მემკვიდრეობას, რომელიც მსოფლიოს 7 საოცრების სახელითაა ცნობილი, ასევე შეექმნათ მაკეტები და გაეცოცხლებინათ იმდროინდელი პერსონაჟები.

 

პროექტის მოსამზადებელი პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივი იყო (4 თვე), მოსწავლეებმა მასწავლებელთა დახმარებით დახატეს და შექმნეს საოცრებების მაკეტები, თავად დაამზადეს ისტორიულ პირთა ტანსაცმელი, შექმნეს ლექსები საოცრებებთან დაკავშირებულ ისტორიულ პირებზე, რითაც მათ არამხოლოდ გაიცნეს, არამედ შეისწავლეს კიდეც ეს ეპოქა, რომელთანაც დაკავშირებული იყო კონკრეტული საოცრება. ასე რომ, პროექტი სასარგებლო იყო როგორც შემოქმედებითი, ასევე შემეცნებითი თვალსაზრისითაც.

 

პრეზენტაციას ესწრებოდნენ მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები. პრეზენტაციამ ჩაიარა წარმატებით, მოსწავლეებმა თავი  გაართვეს დასახულ მიზანს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2236
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია