საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ენერგო–პრო ჯორჯიამ 5 სტუდენტს 150 ლარიანი სტიპენდია დაუნიშნა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/20 14:46:26

ქუთაისში ენერგო–პრო ჯორჯიამ პროფესიული სასწავლებლების 5 სტუდენტთან ხელშეკრულება გააფორმა  . პროფესიულ კოლეჯებში სწავლების პერიოდში ენერგოკომპანია აღნიშნულ სტუდენტებს ყოველთვიურ სტიპენდიას გადაუხდის  150 ლარის ოდენობით.

 

 ამასთან, სწავლის 10 თვიანი პერიოდის დასრულების შემდეგ სტუდენტები ერთთვიან სტაჟირებას გაივლიან და დასაქმდებიან კომპანიაში.

 

სს ენერგო-პრო ჯორჯიასა და სტუდენტებს შორის ხელშეკრულება ქუთაისის პროფესიულ სასწავლებელ „იბერიაში“გაფორმდა. კანდიდატები ქუთაისის, ოზურგეთისა და ქობულეთის პროფესიული სასწავლებლებიდან „იბერია“, „ჰორიზონტი“ და „ახალი ტალღა“ შეირჩნენ მათ მიერ ნაჩვენები შედეგების მიხედვით.

 

პროფესიული სასწავლებლების სტუდენტების დასაქმების პროექტის ფარგლებში, ენერგო–პრო ჯორჯიას უკვე 12 სტუდენტთან აქვს ხელშეკრულება გაფორმებული. სტუდენტების დასაქმების პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და მეორე ეტაპზე, რომელიც სავარაუდოდ მიმდინარე წლის შემოდგომაზე ჩატარდება, ენერგოკომპანია კიდევ 12 სტუდენტს გადაუხდის სტიპენდიას.

 

„პროექტის მიზანია, ხელი შევუწყოთ და ავუმაღლოთ მოტივაცია საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რათა მათ მიიღონ პროფესიული განათლება. აღნიშნული პროექტი დაეხმარება დარგის პოპულარიზაციასაც. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს სტუდენტების შემდგომ დასაქმებას კომპანიაში და მათ კარიერულ ზრდას. აქცენტი გაკეთდება მაღალმთიან რაიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებზე.“ – განაცხადა ენერგო–პრო ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი ნიკოლოვმა.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1919
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია