საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„მაინც ამოვთხრი!“ – ვის და რატომ ემუქრება გოგი წულაია
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/06/20 11:14:31

არასაპარლამენტო ოპოზიციის ავტომშენებლის მაჟორიტარი დეპუტატობის  ყოფილმა კანდიდატმა გოგი წულაიამ ქუთაისის N59 საოლქო საარჩევნო კომისიასთან აქცია გამართა.

 

 

წულაია ავტომშენებლის 6 უბანში ადგილობრივი თვითმმართველობის უკვე გამოცხადებული შედეგების გაბათილებას და ხმების ხელახლა დათვლას ითხოვს და  აცხადებს, რომ აღნიშნულ უბნებზე დაფიქსირებული ბიულეტინების რაოდენობა დათვლილი ხმების რაოდენობას აღემატება.

 

 

„ავტომშენებლის ერთ უბანზე 179 ბიულეტინია აღრიცხული და დაჯამებული ხმებით 181 ხმაა დათვლილი, საოლქოს ინფორმაციით პარტიული ნიშნით 2000 პროპორციული  ბიულეტინია გაუქმებული, აქედან 80% ჩვენი მხარდამჭერების ხმებია, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლება პირდაპირ ნადირობდა არასაპარლამენტო ოპოზიციის წინააღმდეგ, მაგრამ მე მათ ვპირდები, რომ მიანც ამოვთხრი და აქციებს აქციებზე გავუმართავ, რადგან ერთხელ და სამუდამოდ  ხალხის მოტყუება დასრულდეს,“ – განაცხადა წულაიამ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1761
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია