საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ბაღდათი, ხონი, ტყიბული და თერჯოლა მეორე ტურისთვის ემზადება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/18 13:51:46

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმერეთის 11 მუნიციპალიტეტიდან ოთხში ჩატარდება. ესენია: ბაღდათი, ხონი, ტყიბული და თერჯოლა.


უკვე ცნობილია იმ კანდიდატთა ვინაობა, რომლებიც  მუნიციპალიტეტის გამგებლობისთვის მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.


ბაღდათში „ქართული ოცნების" კანდიდატმა ირაკლი გეგეშიძემ ხმათა 45,12% მიიღი, „სალომე ზურაბიშვილი--საქართველოს გზის" კანდიდატმა მევლუდ კიკნაველიძემ კი – 36,04%.


ხონში ერთმანეთს „ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები დაუპირისპირდებიან. ჯამალ მებუკემ „ქართული ოცნებიდან" ხმათა 46,73% მიიღო, „ნაციონალმა" ზურაბ ჯიბუხაიამ კი – 42,02%.


ტყიბულში "ქართული ოცნების" გამგებლობის კანდიდატმა რობიზონ გვენეტაძემ 44,04% მიიღო, საარჩევნო ბლოკ "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცის" კანდიდატს თენგიზ ჭიქაბერიძეს  33,03% ერგო.


მეორე ტური ჩატარდება თერჯოლის მუნიციპალიტეტშიც. თერჯოლაში "ქართული ოცნების" კანდიდატმა თეიმურაზ ჯაფარიძემ ხმათა 46,89% მიიღო, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ტარიელ ფანჩულიძემ- 36, 70%.


არსებული ინფორმაციით მეორე ტური საქართველო 8 თვითმმართველ ქალაქსა და 11 მუნიციპალიტეტში ჩატარდება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2702
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია