საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„ჯორჯიან ამერიქან ელოიზი" სილიკომანგანუმის წარმოებას ამცირებს
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/06/18 13:56:27

საქართველოში მაიამიდან ბიზნესშეტყობინება შემოვიდა: კომპანიებისფელმან პროდაქშენ“, „მეტალს ენდ ელოიზ“,  „ფელმან თრეიდინგიდაჯორჯიან მანგანეზისდედაკომპანია აცხადებს, რომ საქართველოში არსებულ საწარმოებში განუსაზღვრელი ვადით  სილიკომანგანუმის წარმოებას ამცირებს. „ჯორჯიან მანგანეზი, რომელიც სილიკომანგანუმის წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორი აშშ-ში, აჩერებს ერთ-ერთი ელექტრორკალური ღუმელის  მუშაობას ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში. გადაწყვეტილება 2014  წლის 1 ივნისს გამოიცა.

 

სამუშაოს გახანგრძლივებული შეჩერება საშუალებას მისცემს „ჯორჯიან მანგანეზს“, დაიწყოს ღუმელზე დაგეგმილი განახლების პროცესი მისი ეფექტურობის გაზრდის მიზნით. აღნიშნული შეჩერება შეამცირებს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ სილიკომანგანუმის წარმოებას დაახლოებით 2,500 ტონით.

 

დაგეგმილი დახურვა იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს სტრატეგიას, გავაუმჯობესოთ წარმოების მეთოდები და განვაახლოთ დანადგარები, რათა უფრო ეფექტური გავხადოთ წარმოება და გავამყაროთ ჩვენი კონკურენტული პოზიცია ხანგრძლივი პერიოდით", აცხადებს ველველ ლოზინსკი, „ჯორჯიან მანგანეზის“  გენერალური დირექტორი.

ჩვენმიერ მოპოვებული  ინფორმაციის მიხედვით, „ჯორჯიან მანგანეზისზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა წლიურად დაახლოებით 180 000  ტონა სილიკომანგანუმს აწარმოებს. როგორც  მაიამის სრულ მფლობელობაში არსებული ფილიალი, „ჯორჯიან ამერიქან ელოიზ“ (ჯაა), „ჯორჯიან მანგანეზიპროდუქციას უშვებს საერთაშორისო არენაზე ისეთი ფართო სადისტრიბუციო ქსელით, როგორიცაა მისივე ჰოლდინგში მყოფი ერთ-ერთი კომპანიაფელმან ტრეიდინგ ინკ“.


 „ჯორჯიან ამერიკან ელოიზ ინკ-ის“ შტაბ-ბინა განთავსებულია ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში. იგი წარმოადგენს რკინისა და ფოლადის წარმოებისათვის მაღალი ხარისხის ფეროშენადნობების და საჭირო ელემენტების წამყვან მწარმოებელ და მიმწოდებელ კომპანიას. კომპანია ამუშავებს მთელ რიგ ადგილობრივ და საეთაშორისო კომპანიებს, მათ შორის არის ჩრდილოეთ ამერიკაში არსებული „ფელმან პროდაქშენ“, „ფელმან ტრეიდინგ“,  „მეტალს ენდ ელოიზ“  და აღმოსავლეთ ევროპაში არსებული „ჯორჯიან მანგანეზი,“  რომელშიც შედის ჭიათურის სამთოგამამდიდრებელი კომბინატი, ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა და ვარციხეჰესი. კომპანიების ასეთი მრავალფეროვანი პროფილი და მარკეტინგული ორგანიზება საშუალებას აძლევს „ჯორჯიან ამერიკან ელოიზს“, შეთავაზოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უზადო, სანდო მიწოდება კონკურენტულ ფასებში. აღნიშნული კომპანია ტრანსკონტინენტურია და ნედლეულის მოპოვებას აწარმოებს აფრიკაშიც.

 

კითხვაზე, ხომ არ მოხდება ზესტაფონის ,,ფეროს“ერთ-ერთი ღუმელის გაჩერებით მუდმივად წარმოების შემცირება, ,,ელოიზის“ მხრიდან მივიღეთ პასუხი:  ,,ღუმელის მუშაობის შეჩერება უკავშირდება მხოლოდ მის განახლებას და თანამედროვე სტანდარტებთან გათანაბრებას“.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5415
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია