#59–ე საოლქო სააჩევნო კომისისამ დღესათვის საჩივრების განხილვა დაასრულა.
დღეს, სხდომაზე 6 საჩივარი განიხილეს, აქედან 4 ახალი და ორი–გუშინდელი განხილვიდან გადმოსული. ყველაზე მკაცრი გადაწყვეტილება კომისიამ #55–ე უბანზე გამოიტანა, ამ უბნის კომისიის თამჯდომარეს, მდივანს და მოადგილეებს ხელფასის გარკვეული პროცენტები ჩამოეჭრებათ, ასევე მძიმე განსახილველი გახდა #43–ე უბნის საკითხი. საჩივარი იყო, ორზე მეტი ბიულეტინის აღმოჩენაზე, თუმცა კომისიის წევრების უმეტესობა ამ უბანზე შედეგების ბათილად ცნობას არ დაეთანხმა და შესაბამისად, საჩივრის ავტორს შეუძლია კომისიის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.
დანარჩენი 4 საჩივარი ოქმზე ბეჭდის არარსებობას ეხებოდა. კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, ამ შემთხვევებში, კონკრეტული უბნების კომისიის წევრებს მხოლოდ შენიშვნა მიეცემათ.
საოლქო საარჩევნო კომისისში საჩივრების შეტანის ბოლო ვადა დღეს 18 საათზე იწურება.
კომისიისთვის უკვე ცნობილია ხვალინდები განსახილველი საჩივრების ნაწილი. ესენია, ივანე კაპანაძის, გოგა მელქაძისა და "ლეიბორისტული პარტიის" საჩივრები.
ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, დღის განმავლობაში თუ კიდევ შევა საოლქო კომისიაში რაიმე სახის საჩივარი, მას კომისია დღის ბოლომდე აუცილებლად განიხილავს.