საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მალავენ თუ არა საქართველოში გოლიათი ადამიანების აღმოჩენის ფაქტს?
2014/06/18 12:13:11

ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მსოფლიო აღმოჩენა უარყვეს

 

 

ბორჯომ-ხარაგაულის ტერიტორიაზე გიგანტური ადამიანების ჩონჩხის ნაწილების სენსაციურ აღმოჩენას, რომელმაც ცოტა ხნის წინ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, სპეციალისტები მალავენ. ამ დასკვნამდე მივიდა ასტრო-ეზოთერული ცენტრის ხელმძღვანელი თორნიკე ბიძინაშვილი, რომელიც ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს პირადად ესტუმრა და ნიმუშების გაცნობა ითხოვა. ბიძინაშვილი ამ თემებს წლებია იკვლევს და ამჟამად უძველეს გოლიათებზე დოკუმენტური ფილმის გადაღებას აპირებდა. „კვირასთან“ ინტერვიუში“ ის აცხადებს, რომ ბორჯომში ჩასულს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში განუცხადეს, რომ მსგავსი ფაქტის შესახებ მათთვის ცნობილი არ არის. ეს მაშინ, როცა გიგანტური ადამიანების ჩონჩხების შესახებ საკუთარი კვლევები აკადემიკოს აბესალომ ვეკუასაც აქვს მომზადებული და მან სამეცნიერო დასკვნაც გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ აღმოჩენილი გოლიათის ჩონჩხები 25-30 ათასი წლის წინანდელი პერიოდით თარიღდება. აკადემიკოსმა ასევე განაცხადა, რომ ეს გიგანტური არსებები აქ წლების წინ განცალკავებულად ბინადრობდნენ და გოლიათებზე ლეგენდები თაობიდან თაობას გადაეცემოდა. საკითხი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშიც არაერთხელ მოექცა და ამ თემაზე უამრავი სტატია, თუ სატელევიზიო რეპორტაჟი მომზადდა. „კვირა“ დაინტერესდა, ბორჯომ-ხარაგაულის მუზეუმის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა რატომ დაუმალეს ასტრო-ეზოთერული ცენტრის ხელმძღვანელს ასეთი რეზონანსულ აღმოჩენა?

 

- თორნიკე, პირველად საიდან შეიტყვეთ ამ ფაქტის შესახებ?

 

- ამ თემით დაინტერესებული ვარ, რადგან საქმე გვაქვს მნიშვნელოვან აღმოჩენასთან, რომელსაც, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, საქართველოში არ ახმაურებენ. გიგანტური ადამიანების ჩონჩხების შესახებ საკუთარი კვლევები აკადემიკოსმა აბესალომ ვეკუამაც მოამზადა და მან სამეცნიერო დასკვნაც გამოაქვეყნა. საკითხი მსოფლიოს მედიის ყურადღების ცენტრშიც არაერთხელ მოექცა. ჯერ მარტო 2 თვის წინ, ამ თემაზე ქართველმა და უცხოელმა ჟურნალისტებმა ვრცელი მასალები მოამზადეს. არსებობს ფოტო და ვიდეო-კადრებიც, რომლებიც ინტერნეტ-სივრცეშიც უხვად არის გავრცელებული …არსებობენ ექსპედიციის წევრებიც, ვინც საუკუნის წინანდელი ადამიანთა ნაწილებს მიაკვლიეს.

 

– თქვენ იყავით ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში და რა გითხრეს ამ ფაქტთან დაკავშირებით?

 

– დიახ, რამდენიმე დღის წინ მე ვიყავი ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში და მის ადმინისტრაციას გავესაუბრე, აღმოჩნდა, რომ მათ, გიდმაც კი არანაირი გიგანტური ადამიანების შესახებ არაფერი იციან. არადა, ჩემთვის ცნობილია აკადემიკოს აბესალობ ვეკუას მოსაზრება ამ თემაზე, რომელსაც იგი უზიარებს რუსული ტელეარხის ჟურნალისტებს.

- თქვენი აზრით, საქართველოში ამ ფაქტის არსებობას მალავენ?

 

- ვერ გეტყვით, ფაქტი სახეზეა. როდესაც ჩავედი, ბორჯომის მუზეუმის ადმინისტრაციის წევრებს ვთხოვე, ჩემთვის მოეცათ შესაძლებლობა გიგანტური ადამიანების ნაწილების გადაღების. მინდა, ამ თემაზე ფილმი გადავიღო. მათ კი მითხრეს, რომ ასეთი რამ არ არსებობს… რომ ტყუილია, თითქოს ისინი აღმოაჩინეს. ძალიან გავოცდი. საერთოდ, მეცნიერულად დადასტურებულია, რომ დედამიწაზე არსებობდა გოლიათი და ჯუჯა ადამიანების კატეგორია. გოლიათ ადამიანებს ქართველები დევებს უწოდებდნენ და ისინი დაბალი ინტელექტით გამოირჩეოდნენ. ზღაპრების პერსონაჟებშიც ხომ გვხვდებიან დევები – ისინი ადამიანების ფანტაზიის ნაყოფები არ ყოფილან. ეს არსებები მართლაც იყვნენ ბუნებაში. ვაპირებ, რომ თემის მოკვლევა გავაგრძელო, საინტერესოა, ამ საკითხზე რა პოზიცია აქვს ეროვნული მემკვიდრეობის სააგენტოს. ისინი ვალდებულნი არიან, საზოგადოებას აუხსნან, რატომ მალავენ მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენას ბორჯომში? ძალიან ველოდები მათ განმარტებას და იმედია, ამლე მივიღებ.

 

,,კვირაასევე დაუკავშირდა ეროვნული მემკვიდრეობის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ნათია მურაჩაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ ამ თემით სააგენტოც დაინტერესებულია და სამომავლოდ არ არის გამორიცხული, რომ ამასთან დაკავშირებით ქართული ექსპედიციაც მოეწყოს.

 

ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ პოზიციას სააგენტოს დირექტორისგან, ნიკა ანთიძისგან ,,კვირახვალ შეიტყობს.

 

 

წყარო: http://kvira.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2300
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია