დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
PS-სამზარეულო
სალათი „სოკოს მდელო“
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/06/18 10:56:36

ინგრედიენტები:

სოკო (მარინადი ან კონსერვი)12-15 ცალი

მწვანე ხახვი1 კონა

კარტოფილი3

სტაფილო1

ლორი200

კვერცხი3

მაიონეზი 1 ქილა

მარილი და პილპილი

 

 

მოვხარშოთ სტაფილო, კარტოფილი და კვერცხი.

სოკო დავალაგოთ ქუდებით ქვემოთ, ღრმა ჭურჭელში, ერთმანეთთან ახლოს. მოვაყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი, მოვასხათ მაიონეზის თხელი ფენა, შემდეგ მსხვილად გახეხილი კვერცხი, კვლავ მაიონეზი , დაჭრილი ლორი, ისევ მაიონეზი, შემდეგ გახეხილი სტაფილო, მაიონეზი და ბოლოს გახეხილი კარტოფილი. სალათს მსუბუქად დავაწვეთ და დავტკეპნოთ. მინიმუმ 1 საათი მაცივარში გავაჩეროთ, რათა კარგად შეიკრას ყველა ინგრედიენტი და ფორმა დაიჭიროს.

შემდეგ დავადოთ თეფში და გადმოვაბრუნოთ, ისე რომ ქვედა სოკოს ფენა ზემოთ მოექცეს. სალათი მზადაა! 


გემრიელად მიირთვით!

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3137
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია