საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
"მე მოვიგე, ქუთაისი კი დამარცხდა"-თემურ შაშიაშვილი
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/06/17 14:28:25

საარჩევნო ბლოკის "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" ქუთასის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, თემურ შაშიაშვილმა გამართულ ბრიფინგზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეაფასა. მისი თქმით, საქართველოში არჩევნები უშიშროებამ ჩაატარა.


"მდგომარეობა იმაზე მძიმეა, ვიდრე საქართველოში გვგონია. ქვეყანაში  სოროსიზაცია მიმდინარეობს. ყველაფერი ნასესხები ფულით კეთდება, ეს არჩევნები კი სრულიად უშედეგოა ქვეყნისთვის და გაგრძელდება კორუფცია, დაიქცევა ქვყანა,"-ამბობს შაშიაშვილი.


თემურ შაშიაშვილი ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე "ნინო ბურჯანაძე - ერთიანმა ოპოზიციამ" მხოლოდ 6 საათიდან 8 საათამდე წააგო. მანამდე კი მათი ამომრჩევლების რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო.


"ორი საათის შუალედში დავმარცხდით, მაშინ, როცა ხალხი სპეციალურად მიჰყავდათ საარჩევნო უბნებზე და მათი კარნახით ახაზინებდნენ სასურველ კანდიდატს"-განაცხადა შაშაიშვილმა.


მისივე განცხადებით, რუსეთიდან და ამერიკიდან მართული პოლიტიკური ძალები ქვეყანას უბედურებას მოუტანს, საქართველოში მთავარია რას იტყვის 85 წლის მაკკეინი და ხელისუფლება ჰიპერბოლურ შეფასებებს აკეთებს, როცა ქვეყანაში არსებულ კატასტრიოფულ მდგომარეობას "დემოკრატიის აზვირთებას" უწოდებს.


"ამ არჩევნებში მე მოვიგე, ქუთაისი კი დამარცხდა",-განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.


მისი თქმით, მართალია იგი ვერ გახვდა ქუთაისის მერი, თუმცა კვლავ აგრძელებს ქალაქის გადარჩენისთვის ბრძოლას.

 

"მე დავარწმუნებ ჩემს ქუთაისელებს, რომ ჩემი ინტერესი არ არის მაინცდამაინც მერის პოსტის დაკავება, მე ამ თანანმდებობის გარეშეც აქტიურად შევუდგები ქუთაისში კორუფციის განადგურებას,"-აცხადებს თემურ შაშიაშვილი.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2666
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია