საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რას აცხადებენ არჩევნებით უკმაყოფილო პარტიები ქუთაისში
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/06/16 16:05:37

"ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" ქუთაისის შტაბში არჩენვების შედეგებით უკმაყოფილოები არიან. სიის პირველი ნომრის, დავით წიტაიშვილის განცხადებით, უკეთეს შედეგებს ელოდნენ ქუთაისის მასშტაბით და 18% არ ამართლებს მათ მოლოდინს.


დავით წიტაიშვილი ამბობს, რომ ზოგადად, საარჩევნო პროცესი ნორმალურად წარიმართა და ობიექტურად ჩატარდა.


"არ ვართ შედეგებით კმაყოფილი, „ნაციონალების“ ძალიან დაბალი რეიტინგის ფონზე, ჩვენ მინიმუმ მეორე ადგილზე მაინც უნდა გავსულიყავით. არჩევნებმა შედარებით ნორმალურად ჩაიარა, თუმცა სხვადასხვა პარტიების მიერ ისეთი განცხადებები კეთდებოდა, რაც საარჩევნო პროცესისთვის არ იყო მიზანშეწონილი,"-განახცადა დავით წიტაიშვილმა.


წიტაიშვილი მიღებული ხმების როდენობის მიხედვით საკრებულოში შევა, მისმა პარტიამ გადალახა საკრებულოს წევრობის 4%-იანი ბარიერი და ჯამში ხმათა 10% დააგროვა. ის ასევე იმედოვნებს, რომ  ამ პროცენტული მაჩვენებელის გათვალისწინებით, "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" სახელით მეორე წევრიც შევა ქუთაისის საკრებულოში.


 

"ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციისგან"  განსხვავებით, არჩევნების შედეგებს არ სცნობენ " სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს გზის" ოფისში. პარტიის წარმომადგენლის ზვიად ნემსიწვერიძის თქმით, არჩევნები გაყალბდა და სრულიად უკანონო რეჟიმში მომდინარეობდა. ის ამტკიცებს, რომ მისი თვალით ნახა, თუ როგორ ჩააგდო ერთმა მოქალაქემ ყუთში ორი ბიულეტინი, თუმცა მისი დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, კომისიამ არანაირი რეაგირება არ მოახდინა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2094
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია