დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მიხაელ შუმახერმა გაიღვიძა!
2014/06/16 15:57:23

გერმანული ტაბლოიდი Bild-ი, მიხაელ შუმახერის მენეჯერის, საბინა კეისგანცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ლეგენდარული გერმანელი პილოტი კომიდან გამოვიდა. 


გამოცემის ცნობით, შუმახერს თვალები გახელილი აქვს


ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების გამო მიხაელი გრენობლის (საფრანგეთი) საავადმყოფოდან სარეაბილიტაციო კლინიკაშია გადაყვანილი.

 


საბინა კეიმ, შუმახერისა და მისი ოჯახის სახელით, მადლობა გადაუხადა ყველა ექიმსა და ექთანს, რომლებმაც დიდი სამუშაო ჩაატარეს ტრავმირებული ავტომრბოლელის გადასარჩენად.



"
მიხაელმა უკვე დატოვა გრენობლის ჰოსპიტალი, წინ კი რეაბილიტაციის ხანგრძლივი ფაზაა. ის კომაში აღარაა. რაც შეეხება მომავალს, გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ იმ ფაქტს, რომ მისი მკურნალობის პროცესი საზოგადოების ყურადღების მიღმა უნდა წარიმართოს", - თქვა კემმა.



შეგახსენებთ, რომ 45 წლის შუმახარი შარშან დეკემბერში, თხილამურებით სრიალისას დაეცა და თავის ტვინის მძიმე დაზიანება მიიღო.

 

წყარო: http://sportall.ge/

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3142
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია