დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნები 2014
ქუთაისის მე-5 მოწვევის საკრებულო ხუთპარტიული იქნება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/16 14:32:53

ქუთაისის მე-5 მოწვევის საკრებულო ხუთპარტიული იქნება.

 

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისთვის კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ქუთაისში ხმათა 43,43% აქვს. „ნაციონალურ მოძრაობას“ – 26,39%, „ბურჯანაძე – ერთიან ოპოზიციას“ – 10,18%, „პატრიოტთა ალიანსს“ – 4,96%, „ლეიბორისტებს“ – 4,62%. ჯერჯერობით, უცნობია, რომელი პარტიიდან რამდენი დეპუტატი მოხვდება ქუთაისის საკრებულოში. ცნობილია მხოლოდ ის, რომ „პატრიოტებს“ და „ლეიბორისტებს“ საკრებულოში თითო წარმომადგენელი ეყოლებათ. საკრებულოში წარმომადგენლის გარეშე რჩება „არასაპარლამენტო ოპოზიცია“, რომელმაც ქუთაისელ ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 2,49% დააგროვა.

 

 

რაც შეეხება მაჟორიტარებს, ქუთაისის ათივე ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები ლიდერობენ, აქედან გამომდინარე, ქალაქის საკრებულოში დიდი უმრავლესობით მმართვთელი პარტია მოხვდება.  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2930
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია