საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„ფულის ახევის" ფაქტები თბილისის უბნებში - რას ყვება ყოფილი პატიმარი, რომელიც ფულს "ძველბიჭობით" შოულობს
2014/06/16 14:18:53

კრიმინოგენული ვითარება რომ გაუარესებულია, ამაზე უკვე ბევრი დაწერილა, თუმცა შსს-ს ოფიციალური მონაცემები საპირისპიროს ამტკიცებს. 

 

რამდენიმე რესპოდენტი Ambebi.ge-სთან საუბრისას ისეთი შემთხვევების შესახებაც ყვება, როდესაც ჯიბის ქურდების მსხვერპლნი გახდნენ, თუმცა პატრულმა ნივთი დაკარგულად გააფორმა და არა მოპარულად. რესპოდენტები ეჭვობენ, რომ პატრულის მხრიდან სწორედ ასეთი დამოკიდებულება იძლევა ცდომილებას შსს- ოფიციალურ სტატისტიკაში, რომელიც რეალობისგან შორს არის



ამ სტატიაში Ambebi.ge გთავაზობთ ინტერვიუს 23 წლის ახალგაზრდასთან, რომელიც გვიყვება, თუ როგორ ცდილობდა საკუთარი კორპუსის ეზოში უცხო მამაკაცი მისთვის "ფულის ახევას". იმას, რაც გოგამ მოყვა, უცხო ხილს ვერ დავარქმევთ, მაგრამ მსგავსი ამბები იმდენად დიდი ხნის წინ ხდებოდა, რომ უკვე წარსული გვეგონა.



გოგა (გვარს რესპოდენტის თხოვნით არ ვასახელებთ) 23 წლის:


-
ქუჩაში დგომა დიდად არ მიყვარს, თუმცა არც ქუჩაა ჩემთვის უცხო. მაგისტრატურისათვის ვემზადები და ამ ბოლო დროს იშვიათად გამოვდივარ გარეთ. სიმართლე გითხრათ, იმდენი უცხო ადამიანია უკვე, რომ თავი სხვა უბანში მგონია. მოკლედ, 2 დღის წინ გვიან მომიწია დაბრუნება და კორპუსის ეზოში შემოსულს ვიღაც ტიპი მეძახის, მივედი და მეუბნება: ჩემი ძმა, კაი ბიჭები ვართ, ფული შემოგვაკლდა და 4-5 ლარით ხომ ვერ დაგვეხმარებიო. ავუხსენი, რომ არ მქონდა და აბა, ჯიბე მაჩვენეო. ბუნებრივია, ჯიბე არ ვაჩვენე და ამაზე ჩხუბი დამიწყო. არა ვარ "ჩმორი" და პასუხი გავეცი

-
ჩხუბზე პატრული არ მოვიდა?
-
არა, პატრულის მოსვლამდე ხალხი მოგროვდა. მეზობლებმა მიცნეს და გაგვაშველეს. მერე დავილაპარაკეთ და თუ ამ უბნელი იყავი, ვერ მითხარიო? აქეთ მომდო შარი.

-
უბნელობა რა შუაშია?
-
ვითომ, მხოლოდ სხვა უბნელებს "ვახევთ" ფულს და უნდა გეთქვაო. იმის მერე სულ იქ სხედან, რამდენჯერმე დავინახე პატარა ბიჭებს იბარებენ ხოლმე. სკოლის მოსწავლეებს. დარწმუნებული ვარ, ფულს ართმევენ, არადა მშობლებს ჰგონიათ სკოლაში ატანენ ბავშვს საჭმლის ფულს. ხალხი წვალობს, რომ შვილებს 2 კაპიკი მისცეს და ეს პარაზიტები ართმევენ. ადრე ასე მართლა არ იყო. არ ვიცი, მომავალშიც რა იქნება, მაგრამ ახლა რაც ხდება, სრული მარაზმია. ამბობენ, ვითომ არჩევნების მერე ყველაფერი დალაგდებაო, თუმცა მეეჭვება. ამბობენ, შინაგან საქმეთა მინისტრი, არჩევნებზე რომ მივიდა, აღმოაჩინა პირადობის მოწომობა დარჩაო და ეს ამხელა უწყებას მოუვლის? მე ასე თუ ისე დავიცავ თავს, მაგრამ ბევრია, რომელსაც არ შეუძლია თავის დაცვა და რა ქნას

-
პატრულს დაურეკოს...
-
დაურეკა ერთმა ჩვენმა მეზობელმა და მისი შვილს ისე სცემეს, საწყალი ბიჭს ტვინის შერყევა ჰქონდა, თან გააფრთხილეს, დედაშენს უთხარი, რეკვებს მოეშვასო. შიში აღარ აქვთ და დღეს თუ 5 ლარს ითხოვენ, ხვალ 50 ლარს მოითხოვენ.

ჩვენ გადავწყვიტეთ ისეთი ადამიანი მოგვეძებნა, რომელიც ფულს სწორედ ასეთი შემოსავლით შოულობს. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, დიდხანს ძებნა არ დაგვჭირვებია. კახას ინტერვიუზე დათანამხება იოლი არ იყო, თუმცა ბოლოს მაინც დაგვყაბულდა:


- რა ვქნა ძმაო, 3 თვეა "სროკიდან" გამოვედი. არავის ვჭირდები. ერთადერთი მანქანის მართვა ვიცი, დისტრიბუციაში არავინ მიღებს, ნაციხარი ხარო და მშიერი მოვკვდე?!



-
ანუ ამ გზით 


აპირებ გააგრძელო ფულის შოვნა?!


-
ვაპირებ რა, სანამ გავქავჩავ კი. სამუდამო არაფერია და ალბათ ბოლოს ან მომკლავს ვიღაც, ან დამიჭერენ. ციხეში ის მაინც ვიცი, საჭმელი მექნება და აქ რა მაქვს?! საწყალი დედაჩემის პენსია როდემდე უნდა გვეყოს?! იმაზე არც ვფიქრობ, რომ ოჯახი შევქმნა. რომელი თავმოყვარე ოჯახი გამომატანს შვილს ცოლად?! ან რომც მოვიყვანო, მერე რჩენა არ უნდა?!



-
სხვა სამსახურის ძებნა არ გიცდია? მაგალითად, მშენებლობაზე ან სადმე მუშად?


- მიცდია, როგორ არა, მაგრამ რომ გაიგებენ ციხეში ვარ ნაჯდომი, ყველა უარს ამბობს. ნაციხარის იარლიყი მაქვს მოკერებული და თუ ვინმე ნაცნობმა არ დამაწყებინა მუშაობა, ალბათ ვერც დავიწყებ. ჰოდა, მშიერი რომ არ მოვკვდე, არიფებს ვიჭერ და ვართმევ ფულებს.


-
თუ არ მოგცეს?


-
გააჩნია, თუ შევატყვე რომ აქვს და არ მაძლევს სხვანაირად დაველაპარაკები. თუ არა აქვს, ხომ არ მოვკლავ? არიან ტიპები, რომლებსაც 2-3 ათასი აქვთ და უნდათ უბანში ნორმალური "პალაჟენია" ქონდეთ, ამიტომ 10-15 ლარით გვცემენ ხოლმე პატივს, სამაგიეროდ იციან, რომ უბატონოდ ბუზს ვერავინ აუფრენს. ასეა ძმაო, ხელი ხელს ბანსო, ხო გაგიგია?



-
არავის ჰქონია წინააღმდეგობის გაწევის სურვილი?


-
როგორ არა და მაგრადაც გვიჩხუბია, თუმცა სიტყვა-პასუხი არ გვეშლება და როგორც წესი, ვმართლდებით ხოლმე. როცა ასეთი საქმით ჭამ პურს, იცი ვის უთხრა და ვის არა. ცოლ-ქმარი რომ მოდის და კაცს ცოლის ჩანთა მოაქვს და ცოლი ხელცარიელი მოდის, მიხვდები რომ ეს კაცი ხუთს კი არა, ათ ლარს ისე მოგცემს, როგორც არაფერი. მთელი დღე ქუჩაში ვარ და მეტი საფიქრალი კი არ მაქვს?



-
სამსახურ რომ გქონდეს, შეეშვებოდი ამას?


- არ ვიცი, ალბათ კი, მაგრამ იოლი ფულის გემო ვინც იცის, ძალიან რთულია, რომ დაივიწყო.

 


ლადო გოგოლაძე


Ambebi.ge

 




'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2192
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია