დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ქუთაისში არჩევნები „სუს“–მა ჩაატარა“
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/16 13:06:23

საარჩევნო ბლოკებმა ქუთაისში თვითმმართველობის არჩევნების შეფასება დაიწყეს. ნაწილი თვლის, რომ არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, ნაწილის განცხადებით, კი არჩევნები გაყალბდა.


საარჩევნო ბლოკ „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ სიის პირველი ნომრის, გოგი წულაიას განცხადებით, ქუთაისში არჩევნები მთლიანდ „სუს“-მა ჩაატარა. მისივე თქმით, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა მათი კოორდინატორები დააშინეს და აიძულეს, არასაპარლამენტო ოპოზიციის წინააღმდეგ ემუშავათ.


როგორც წულაიამ აღნიშნა, არჩევნებზე კარუსელი, როგორც „ოცნების“, ასევე „ნაციონალების“ მხრიდან დატრიალდა.


„ქუთაისმა მიიღო ისევ ისეთი უუნარო საკრებულო, როგორც წინა წლებში. რადგან, ეს შემადგენლობა პასუხს აგებს არა მოსახლეობის, არამედ იმათ წინაშე, ვინც ისინი ხელისუფლებაში მოიყვანა. ამით კი წაგებული მხოლოდ ქუთაისი დარჩევა. „ოცნება“ და „ნაციონალები“ ერთად აყალბებდნენ არჩევნებს, მმართველმა გუნდმა ისიც კი ვერ შეძლო, სიტუაცია გაეკონტროლებინა, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოში „ოცნების“ განადგურებას შეძლებს,“–განაცხადა გოგი წულაიამ.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ქუთაისში „ქართული ოცნება" ლიდერობს, მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობაა“, მესამაზე „ნინო ბურჯანაძე– ერთიანი ოპოზიცია", მას მოჰყვება „პატრიოტთა ალიანსი“, „ლეიბორსტული პარტია“ და „არასაპარლამენტო ოპოზიცია".

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2849
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია