დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაათავისუფლებენ თუ არა იმერეთის სამმართველოს უფროსს თანამდებობიდან?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/16 11:45:13

ქუთაისის საქაქო სასამართლოსთან ირაკლი ლიპარტელიანის და თემურ ქურასბედიანის ახლობლების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსის ზაზა ჩუბინიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას და დაკავებას მოითხოვენ.


საქმე ეხება 2008 წელს წისქვილკომპიბატ „თბილისის“ მმართველობის დროს გაფლანგულ მილიონამდე ლარს. რისთვისდაც სასჯელს ლიპარტელიანი და ქურასდებიანი იხდიან. მათი ახლობლების განცხადებით, ზაზა ჩუბინიძემ „ბევრილი ჯგუფის“ მმართველობის დროს თანხები, საარჩევნოდ „ნაციონალურ მოძრრაობას“ გადაურიცხა, შემდგომ კი პასუხისმგებლობა კომპანიაში 6 თვის მისულ ლიპარტელიანს და ქურასბედიან დააკისრა.


„ჩუბინიძემ მილიონამდე ლარი გაფლანგა, აღსანიშნავია ის, რომ ამჟამად პატიმრობაში მყოფნი მას საბუთების გაფორმებას როდესაც სთხოვდნენ, ჩუბინიძე ეუბნებოდა, რომ ბავშვის ნათლია უნდა გამხდარიყო და დეტალური აღრიცხვა აუცილებელი არ იყო. ამ დაპირებებით გაიყვანა დრო. ფინანსური პოლიციის შესვლის შემდეგ თანამდებობაზე ახლად დანიშნული ლიპარტელიანი და ქურასბედიანი დააკავეს, ჩუბინიძე კი მოწმის სახითაც არ დაუბარებიათ. მივმარტავთ პრემიერ და შს მინისტრს დაინტერესდნენ აღნიშნული საქმით და დამნაშავე ჩუბინიძე დააკავებული ტანამდებობიდან გაატავისუფლონ“-განაცხადა ოჯახის ახლობელმა გიზო ბანძელაძემ.

დაკავებულების ახლობლების აქციის შემდგომ "ბევრილი ჯგუფმა" სარჩელი ჩუბინიძის წინააღმდეგ შეიტანა და საქმის ძიება დაიწყო.

დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ლიპარტელიანის და ქურასბედიანის სასამართლო პროცესია ჩანიშნული, რომელიც სავარაუდოდ გადაიდება, რადგან ოჯახი ადვოკატების აცილებას ითხოვენ, მათი განცხცადებით, იმერეთის სამმართველოს უფროსმა ადვოკატების მოსყიდვა შეძლო.


 

მომხდართან დაკავშირებით ზაზა ჩუბინბიძე კომენტარს, იმ მიზეზით არ აკეთებს, რომ საქმე ჯერ კიდევ სასამართლო განხილვაშია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3931
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია