დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები -2014
ფიცხმა გურულებმა არჩევნები შესაშური სიმშვიდით გადააგორეს...
ავტორი: ნინო მშვიდობაძე
2014/06/15 20:51:21

გურიაში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. ამ ეტაპზე უკვე ყველა უბანი დახურულია.


რაც შეეხება დარღვევებს, ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია ასეთი შინაარსის განცხადებას ავრცელებს:


ოზურგეთის 60/11 ლაითურის პირველი საუბნო საარჩევნო კომისიაში დაფიქსირდა დარღვევა:
გადასატანი ყუთით სიაში არსებული კონკრეტული პიროვნებების ნაცვლად, ხმა მისცა სხვა პიროვნებამ და გააყალბა ხელმოწერა. ამომრჩეველი რომელიც ყუთს ელოდებოდა, იგნორირებულ იქნა, რის გამოც საუბნო საარჩევნო კომისიაში გამოცხადდა ოჯახის წევრი, დააფიქსირა ეს ფაქტი და კომისიას მიმართა განცხადებით".


ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიაში ორი სარჩელია შეტანილი, ორივე არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" შეიტანა და როგორც საოლქოში აცხადებენ, ორივე პროცედურულ დარღვევებს შეეხება.


ჩოხატაურში მხოლოდ ერთი სარჩელია, საოლქოს სამართლიანმა არჩევნებმა" ასევე პროცედურული დარღვევის თაობაზე მიმართა.


 ლანჩხუთის #61- საოლქო საარჩევნო კომისიას ორი სარჩელით სამართლიანმა არჩევნებმა", პროცედურული დარღვევების თაობაზე მიმართა.


საოლქოში მესამე სარჩელი ქართული ოცნებ" ეკუთვნის: ლესის #10- საარჩევნო უბანზე ნაციონალური მოძრაობის" კომისიის წევრმა რიტა პატარაიამპატრიოტთა ალიანსის" გამგებლობის კანდიდატის ბარნაბ ჭყონიას ფეისბუქის გვერდზე მისი მხარდასაჭერი კომენტარი გაავრცელა.


ამას გარდა, შეიმჩნეოდა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისაგან უბნების ხშირი დატოვება, რის გამოც უბნების კომისიების თავმჯდომარეებს რამდენჯერმე მივუთითეთ კიდეც.


 

ამ წუთებში უბნებზე ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3428
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია