საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები -2014
ჭიათურის 22–ე უბანზე კომისიის თავმჯდომარეს საარჩევნო ბეჭედი ტუალეტში ჩაუვარდა
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/06/15 18:37:30

ჭიათურის 56–ე ოლქის 22–ე უბანზე კურიოზული შემთხვევა მოხდა, რომელმაც არჩევნების პროცესს  საფრთხე შეუქმნა.


საუბნო კომისიის თავმჯდომარე ისე უფრთხილდებოდა საარჩევნო ბეჭედს, რომ იგი ტუალეტში წასვლის წინაც კი არავის ანდო.

თუმცა, ზედმეტი სიფრთხილეც ზოგჯერ უარესიაო და ვაჭევის უბნის კომისიის თავმჯდომარესაც ასე დაემართა: მას საარჩევნო ბეჭედი, რომელიც უბნის გახსნის და დახურვის დროს გამოიყენება მხოლოდ, ტუალეტის საკანალიზაციო მილში ჩაუვარდა.

 

აღნიშნული ფაქტი რედაქციას ჭიათურის 56–ე ოლქის კომისიის თავმჯდომარემ, მამუკა სამხარაძემაც დაუდასტურა.

 

ამ ფაქტთან დაკავშირებით შედგა შესაბამისი აქტი და საოლქო კომისია ახალ ბეჭედს გადასცემს 22–ე უბნის კომისიის თავმჯდომარეს, რათა 8 საათისთვის უბნის დახურვა კანონის სრული დაცვით მოხდეს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2390
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია