საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
6 საჩივარი ქუთაისის საოლქო კომისიაში
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/06/15 15:52:47

დღის სამი საათის მონაცემებით, ქუთაისში 30632-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა თავისი აზრი, რაც საერთო რაოდენობის 19,95 %-ს შეადგენს. №59 საოლქო საარჩევნო კომისიის ცნობით, ამ ეტაპზე, ჯამში, 6 დარღვევაა დაფიქსირებული. აქედან 5 არის პროცედურული დარღვევა საკონტროლო ფურცელთან დაკავშირებით, ხოლო მე-6 დარღვევა ეხება ერთ-ერთ უბანზე დაფიქსირებულ ფაქტს. კერძოდ, რეგისტრატორმა ამომრჩეველს, შეცდომით, სამი სხვადასხვა ტიპის ფურცლის ნაცვლად, ორი პროპორციული სიის და ერთი მერის ბიულეტინი გადასცა. საოქო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, აღნიშნული ბიულეტინი ყუთის გახსნის შემდეგ ბათილად ჩაითვლება.

 

კოსიაში აცხადებენ, რომ სერიოზული სახის დარღვევები, რამაც შეიძლება შედეგებზე იქონიოს გავლენა, დღესვე განიხილება, ხოლო პროცედურული დარღვევები, რაც დისციპლინარულ პასუხისმგებლობას ეხება - ხვალიდან.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1826
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია