დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ქუთაისში საარჩევნო კარუსელის დატრიალებას ცდილობენ“
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/15 15:23:50

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის შტაბში გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრებმა მიმდინარე არჩევნების ამ დროის მონაცეები შეაჯამეს

 

შტაბის თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით(რომელიც რამდენიმე საათის წინ ავარიაში მოყვა), „ქართული ოცნება“ არჩენების გაყალბებას ცდილობს. ქუთაისის მერობის კანდიდატის, გია თევდორახის თქმით კი, აქვს ვიდეომასალა, სადაც ასახულია, თუ როგორ ცდილობენ „ქარული ოცნების“ კოორდინატორები საარჩევნო კარუსელის დატრიალებას. მისი თქმით, შეინიშნება უბნებზე მოძრავი მიკროავტობუსები, რომლებშიც სხედან ერთიდაიგივე ადამიანები და ცდილობენ, რამდენიმე უბანზე მისცენ ხმა. ასევე იყო რამდენიმე პროცედურული დარღვევა, რამდენიმე ადამიანი, რომელსაც მარკირება უკვე ჰქონდა გაკეთებული და ისევ სურდა ხმის მიცემა; ამომრჩეველთა ჯგუფი გამარჯვების ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატის ნატო ქათამაძის პლაკატებით მივიდა; დაფიქსირდა, რომ 10 ადამიანი ხმის მისაცემად სხვისი პირადობებით ცდილობდა.

 

ეს დარღვევები მოხდა ქუთაისის 24-ე, 22-ე,  41-ე და 45-ე საარჩევნო უბნებზე. მომხდარ დარღვევებზე „ნაციონალების“ მიერ უკვე დაიწერა საჩივრები. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2419
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია