საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები -2014
დაიღალა თუ გაფრთხილება ეწყინა?
ავტორი: მარიამ ხურციძე
2014/06/15 14:44:07

ქუთაისის უნივერსიტეტში გახსნილ №26 საარჩევნო უბანზე ინცინდენტი მოხდა. შემთხვევა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელმა, ნანა შაშიაშვილმა დააფიქსირა, რის თაობაზეც საჩივარი დაწერა და კომისიის თავმჯდომარეს ჩააბარა.

 

როგორც ირკვევა, არასაპარლამენტო ოპოზიციის, „თავისუფალი საქართველოსა“(კახა კუკავა და „მემარჯვენეების“(ფიქრია ჩიხრაძე) საარჩევნო უბნის წარმომადგენელი, ბესიკ კაპანაძე, დაეხმარა ერთ-ერთ ამომრჩეველს კენჭის ყრის დროს ბიულეტენში ნომრის შემოხაზვაში. სწორედ მის წინააღმდეგ დაწერა საჩივარი საიას დამკვირვებელმა და ჩააბარა უბნის კომისიის თავმჯდომარეს. 

 

№26 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის, ნათია მკერვალიშვილის განცხადებით, მან ჩაიბარა საჩივარი და გაფრთხილება მისცა პარტიის წარმომადგენელს. 

 

ნათია მკერვალიშვილი: „მე გავეცანი ამ საჩივარს. საიას წარმომადგენელმა დააფიქსირა, თუ როგორ შეყვა კაბინაში არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ერთ-ერთ ამომრჩეველს და როგორ დაეხმარა ნომრის შემოხაზვაში. ახალგაზრდა იურისტთა წარმომადგენელმა ბესიკ კაპანაძის წინააღმდეგ დაწერა საჩივარი, რაც გააცნო კომისიის თავმჯდომარეს. მე გაფრთხილება მივეცი აღნიშნული პარტიის წარმომადგენელს, რის შემდეგაც მან რამდენიმე წუთში დატოვა უბანი. არ ვიცი, უბრალოდ დაიღალა, თუ ჩემი გაფრთხილების გამო მიატოვა საარჩევნო უბანი.“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1815
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია