საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები -2014
ლანჩხუთში "ოცნების"ამომრჩეველმა ხმის მიცემის კაბინაში მობილური მოითხოვა და ... მიაწოდეს!
ავტორი: ნინო მშვიდობაძე
2014/06/15 14:34:57

12 საათის მონაცემებით, გურიაში მონაწილეობა ამომრჩეველთა 77 პროცენტმა მიიღო (ოზურგეთში - 23%,  ლანჩხუთში - 26%  ჩოხატაურში - 28).

ამ დროისთვის დაფიქსირებულია უმნიშვნელო დარღვევები:

აჟორიტარი დეპუტატობს კანდიდატის, ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციიდან" ლელა ნაცვალაძის ცნობით,ნასაკირალის #60/16- უბანზე ორი საარჩევნო ბიულეტენი (გამგებლობისა და პროპორციული) დაიკარგა.

ბიულეტენზე პასუხისმგებელ რეგისტრატორს, ნასაკირალის საუბნო კომისიის წევრს უფლებამოსილება შეუწყდა.

ბიძინა ივანიშვილმა ხმა ოზურგეთში, ნატანების უბანში მისცა.

ლანჩხუთის # 37- უბანზე, ამომრჩეველმა და ასევე "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა, ირმა სალუქვაძემ ხმის მიცემის კაბინაში მობილური ტელეფონი მოითხოვა, მეორემ კი მიაწოდა.

თავმჯდომარემ დროებით შეაჩერა კენჭისყრის პროცესი, ჩატარდა სხდომა, შედგა ოქმი, განკარგულების საფუძველზე მიეცა ამომრჩეველს გაფრთხილება. რის შემდეგაც კენჭისყრის პროცესი გაგრძელდა.

ლანჩხუთის #61 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ეს არ არის ისეთი დარღვევა, რომელიც შედეგზე ასახვას ჰპოვებს.

ასევე, ქალაქ ლანჩხუთის #02 უბანზე პარტია „რესპუბლიკელების“ წევრი და „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მე-12 ნომერი მარიკა თურნავა „ქართველ პატრიოტთა ალიანსის“ გამგებლობის კანდიდატის, ბარნაბ ჭყონიას სასარგებლო აგიტაციას ეწეოდა. როგორც გავარკვიეთ, თურნავა „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელია საოლქო კომისიაში. საოლქო კომისიის მდივნის, თამარ ბისიეშვილის თქმით, ის ალიანსის წარმომადგენლად საოლქოში 8 ივნისს დარეგისტრირდა. აღნიშნულის თაობაზე ეცნობა „ქართლი ოცნების“ ლანჩხუთის საარჩევნო შტაბს. ასევე „რესპუბლიკელების“ წევრსა და პარტიული სიის რიგით მეოთხე ნომერს, რომან ბიწაძეს. ამ უკანასკნელმა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ჩვენგან მიიღო.

შეგახსნებთ, რომ ლანჩხუთში 5 ივნისს სტუმრებულმა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ კოალიციაში შემავალმა პარტიებმა მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მხარი უნდა დაეჭირათ კოალიციის ყველა კანდიდატისათვის:

 

-          წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი შევამჩნევთ, რომ კოალიციაში შემავალი რომელიმე პარტიის წევრი სხვა კანდიდატას უჭერს მხარს, ის გაირიცხება პარტიიდან, - აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2471
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია