დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში 12 საათისთვის ამომრჩეველთა მხოლოდ 11% მივიდა
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/06/15 12:45:09

ქუთაისის №59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ ოსეფაიშვილმა, მედიის წარმომადგენლებს 12 საათისთვის არსებული მდგომარეობა გააცნო. მისი განცხადებით, ამ დროისთვის ქუთაისში 17 983-მა ამომრჩეველმა მიიღო კერჭისყრაში მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 11,71 პროცენტია.

 

რაც შეეხება დარღვევებს, ოსეფაიშვილის თქმით, საოლქო კომისიაში მხოლოდ სამი საჩივარი შევიდა, რომლებიც ძიროითადად პროცედურული ხასიათის დარღვევებს შეეხება, კერძოდ, საკონტროლო ფურცელთან დაკავშირებით.  სხვა სახის დარღვევა ქუთაისის არცერთ უბანში არ დაფიქსირებულა.

 

საოლქო კომისიაში აცხადებენ, რომ ქუთაისში მოსახლეობის აქტივობა საშუალოა. კომისიაში იმედოვნებენ, რომ საღამოს 5 საათიდან 8 საათამდე ამომრჩეველთა აქტივობა გაიზრდება. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2315
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია