დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თერჯოლაში საარჩევნო კარუსელის დატრიალებას არ გამორიცხავენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/15 12:17:46

კომისიის წევრმა ამომრჩეველს ზედმეტი საარჩევნო ბიულეტინი მისცა

 

საარჩევნო ბლოკ „ნინო ბურჯანაძე–გაერთიანებული ოპოზიციის“ თერჯოლის გამგებლობის კანდიდატის მევლუდ ბრეგვაძის განცხადებით, თერჯოლაში საარჩევნო კარუსელის დატრიალების ფაქტს არ გამორიცხავენ. რისი თქმის მიზეზსაც კომისიის წევრის მიერ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ტელეფის ნომერ 27–ე უბანზე ზედმეტი დეპუტატების კანდიდატების ბიულეტინის გაცემის ფაქტი იძლევა. 


ბრეგვაძის თქმით, კომისიის წევრმა ამომრჩეველს დეპუტატების კანდიდატთა ბიულეტინი მისცა, გამგებლობის კანდიდათტა კი არა,  რაც შემდეგ თავად აღნიშნა და მძიმე სამუშაო დღით ახსნა. თერჯოლის მერობის კანდიდატი, არ გამორიცხავს, რომ მსგავსი ქმედებით თერჯოლაში კარუსელის დატრიალება და ამ გზით არჩევნების გაყალბება სცადონ.

"მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა თერჯოლის კიდევ ორ უბანზე, სოფელ ღვანკითსა და ბარდუბანში. ეს უკვე აღარ არის უნებლეი შეცდომა, მიზანმიმართულად ხდება მაჟორიტარების ბიულეტინების გაცემა. ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ რეაგირებას"–განაცხადა ბრეგაძემ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2415
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია